სისხლის სამართალი ტრაგედია რუსეთში: მამაკაცმა 8 ადამიანი მოკლა 2017, 4 ივნისი, 9:52 ინციდენტი კამათის შემდეგ მოხდა. ტვერის ოლქში მამაკაცმა 8 ადამიანი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით.ამის შესახებ ინფორმაციას "комсомольская правда" ავრცელებს რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტზე დაყრდნობით. ტრაგედია სოფელ რედკინოში დატრიალდა მებაღეობის ამხანაგობა «50 лет Октября»-ში. "წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ მასიური მკვლელობა მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის შემდეგ, კამათის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა სახლიდან იარაღი და დახოცა როგორც კონფლიქტში მონაწილეები, ასევე მოწმეები."-განაცხადა სკ-ს ოფიციალურმა წარმოადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ. მოკლულთაგან ექვი მამაკაცია და ორი ქალი.დამნაშავე დაკავებულია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე 260 4-ს მოსწონს 1-ს არა
|