კოსმეტოლოგია 5 საიდუმლო ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად 2017, 2 ივნისი, 21:51
ა) აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა ყოველდღიურად: ბ) სისტემატიური ვარჯიში თუნდაც 5წთ: გ) ნორმალური კვება (ძირითადად ბოსტნეულის მენიუ): დ) ჯანსაღი ძილი: ე) კოსმეტიკური მოვლა. ზემოთ აღნიშნული რიტუალების დაცვა დაგეხმარებათ მუდმივად შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი, რისთვისაც გთავაზობთ ყველაზე მარტივ კანის მოვლის პროცედურებს. 1)სტაფილოს და ხაჭოს ნიღაბი: ავიღოთ 1ჩ/კოვზი ხაჭო და 2 ჩ/კოვზი სტაფილოს წვენი, კარგად ავურიოთ და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 15 წთ.ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.ეს პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა გავაკეთოთ. არსებობს მარტო სტაფილოს უმარტივესი ნიღაბი, რომლის დახმარებით შესაძლებელია სახიდან მოვიშოროთ მკვდარი კანი და გავათავისუფლოთ ფორებისაგან. მოვხარშოთ 3 ცალი სტაფილო და დავჭყლიტოთ, დავუმატოთ 50 გრამი წყალი და წავისვათ სახეზე.გავიჩეროთ 10 წთ და ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. როგორც ცნობილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ, პომიდვრის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახიდან შავი ფორების მოშორებისა და გაწმენდისათვის.საჭიროა ერთი ცალი პომიდორი, რომელიც უნდა ჩავჭყლიტოთ და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 15-20 წთ და შემდეგ ნელ-თბილი წყლით ჩამოვიბანოთ სახე.საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსს ეფექტს არც ერთი ცოცხალი პროდუქტი არ გვაძლევს. ად. 190 3-ს მოსწონს
|