x
image
alex999
ყველაზე სისხლიან მებრძოლთა 12 გაერთიანება - არ დაივიწყოთ მსოფლიო ისტორია!

მსოფლიო ისტორიას ძალიან ბევრი მებრძოლი და მებრძოლთა გაერთიანება ახსოვს, მაგრამგამორჩეულად შეგვიძლია დავასახელოთ 12 გაერთიანება, რომელზედაც დღეს გვექნება საუბარი.


image







12. ვიკინგები


image


სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII — XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს. ვიკინგები იყვნენ ოჯახის მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მემკვიდრეობა არ ეკუთვნოდათ, აქედან გამომდინარე, მათ ზღვიპირეთში უწევდათ ბედნიერების პოვნა. დიდი წვრეით, საშინელი წესებით, არათანაბარი სისწორის კბილებით და უჩვეულო იარაღებით, ისინი მტერს შიშის ზარს ცემდნენ.





11. რომის ცენტურიონები


image


80 კაცისგან შემდგარი მცირე-რაზმი, რომელიც მტრისთვის ნამდვილად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ცენტურია სერვიუს ტულიუსის დროიდან იყო რომაული ლეგიონის ძირითადი დანაყოფი. როდესაც მანიპულა გარდაიქმნა ტაქტიკურ ერთეულად, ცენტურია გახდა მანიპულას შემადგენელი ნაწილი.





10. იანიჩარები


image


XIV-XIX საუკუნეების თურქული ელიტარული ქვეითი დანაყოფებია. იანიჩარები, სიპაჰებთან და აკინჯებთან (კავალერია) ერთად შეადგენდნენ ოსმალეთის იმპერიის ძირითად არმიას. იანიჩარებს ასევე სადამსჯელო და პოლიციის საქმეც ევალებოდათ. იანიჩარების ელიტარული არმია შექმნა სულთანმა, მურად I-მა 1365 წელს. პირველი იანიჩარები იყვნენ 12-16 წლის ქრისტიანი ყმაწვილები (ალბანელები, სომხები, ბოსნიელები, ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები და რუსები), რომლებსაც პატარაობაში იტაცებდნენ და ისლამური ტრადიციების მიხედვით ანატოლიის მთებში ზრდიდნენ. იანიჩარები საუკუნეების განმავლობაში მტრისთვის საშიშ დანაყოფს წარმოადგენდნენ.





9. სპარტანელები


image


სპარტანელები, ადრეულ ასაკში ურთულეს პირობებში ვარჯიშობდნენ, რათა საუკეთესო მეომრები გამხდარიყვნენ. სპარტის სრულ უფლებიანი მოქალაქეები იყვნენ მხოლოდ სპარტელები.სპარტელი კაცები სპარტის მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ, მათი ცხოვრების წესი სამხედრო ყაიდაზე იყო მოწყობილი ყოველი მათგანი იღებდა განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს, მაგრამ ისინი არც მიწაზე მუშაობდნენ, არც ვაჯრობდნენ არც ხელოსნობას ეწეოდნენ.სპარტელი კაცის მოვალეობა წვრთნა და ომი იყო.






8. სამურაები


image


მებრძოლები, რომლებიც სიამაყის და ღირსებისთვის იბრძოდნენ. სამურაები იყვნენ ხმლის ნამდვილი ოსტატები. ხმალს, რომელსაც სამურაი მხარობდა ბრძოლის ველზე, კატანა ერქვა. სამურაი იყო იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა (მეომართა) აღმნიშვნელი ტერმინი. სამურაი იაპონურად ნიშნავს „სამსახურს“. ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდო“ ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“, რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა. თუმცა ბუშიდოს კოდექსი მშვიდობიანობის პერიოდში დაიწერა და ამგვარად სამურაის როგორც მეომრის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს.






7. მონღოლთა კავალერია


image


მონღოლთა კავალერიის ამ სახეობამ შექმნა მსოფლიო იმპერია და მოახდინა დიდი გადატრიალება სამხედრო საქმის წარმოებაში როგორც აზიაში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და საფუძველი ჩაუყარა ომის ახალი მეთოდების შემოღებას. ცხენოსნებს შესანიშნავი ნიჭი ჰქონდათ ისრის სროლისა, ხმლის ტრიალისა და ა.შ. სისტემურად XII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მონღოლთა ტომები თემუჩინის, იგივე ჩინგიზ ყაენის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ, მონღოლთღა ცხენოსანთა არმიამ წარმატების მწვერვალს მიაღწია.





6. სპარსეთის უკვდავები


image


უკვდავები აქემენიდური სპარსეთის ელიტარული მეომრები იყვნენ. ისინი სამხედრო ოპერაციებში ჯერ კიდევ 2, 600 წლის წინ იღებდნენ მონაწილეობას. სახელი ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ შეარქვა. ამ მებრძოლებს ირჩევდნენ სპორტულ შეჯიბრებებისთვის. მამაკაცი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ათლეტური ტანის, ძლიერი და მაღალი. 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად იკვებებოდნენ და იღებდნენ ყველანაირ იარაღთან ვარჯიშში მონაწილეობას.





5. რაჯპუტის მეომრები


image


რაჯპუტები - ეთნო–სოციალური ჯგუფი ქშატრიების კასტაში, მცხოვრები პაისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. საერთო რაოდენობა 17 მლნ. ადამიანი. ცხოვრობენ ინდოეთისა და პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონებში. აგრეთვე, პენჯაბის, რაჯასტანის და მაჰარაშტრას შტატებში. არიან ინდუიზმის, ისლამის, და სიქიზმის მიმდევრები. რაჯპუტები თავის პერიოდში, მსოფლიოს უძლიერეს მებრძოლებს შორის მოიხსენიებოდნენ.





4. აპაჩები


image


ინდიელთა ტომში ყველაზე განსხვავებულ ტომს აპალაჩები წარმოდგენდნენ. მათი განსაკუთრებულობა მებრძოლისუნარიანობაზე იყო დამოკიდებული ევროპელებსყველაზე დიდი წინააღმდეგობა მათ გაუწიეს. დღეს გარკვეული რაოდენობით აშშ-სა და მექსიკაში არსებობას განაგრძობენ. ცნობილი ლიდერი ჯერონიმო ჰყავდათ.






3. აცტეკების მეომრები


image


ცენტრალური ამერიკის შიშიმომგვრელი მებრძოლთა გაერთიანება, რომლის ლიდერის მოვალეობას ლაშქარობა და ლაშქრობაში გამარჯვება წარმოადგენს. ისინი მიეკუთვნებიან მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხს.





2. მაორები


image


მაორები არიან ახალი ზელანდიის მკვიდრები. მათი წინაპრები აღმოსავლეთ პოლინეზიელები იყვნენ; მისდევდნენ მეცხოველეობას, მეთევზეობას და მებაღეობას. მაორის ხალხი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო.მაორის ენაზე, სიტყვა “მაორი” (māori) ნიშნავს “ჩვეულებრივს”, “ბუნებრივს” ან “ნორმალურს”. მაორები თანამედროვე, ყველაზე სანდო წყაროების მიხედვით ახალ ზელანდიაზში პირველად დაახლოებით ა.წ.1280 წელს დასახლდნენ. თუმცა ზოგი მკვლევარი მათი დასახლების თარიღად ძვ.წ. 3000 წელს ასახელებს. მაორის მებრძოლები მთელ მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებულ როლს იკავებენ, ისინი ყველაზე უშიშარი, ძლევამოსილი და ღირსეული მებრძოლები იყვნენ. მაორები დღემდე ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ.





1. ზანდეს ხალხი


image


ცხოვრობენ სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისინი უბანგიური ენების ოჯახში შემავალ ზანდეს ენაზე საუბრობენ. სამხრეთ სუდანში ზანდეს ხალხის უმეტესობა დასავლეთ ეკვატორიის შტატში ცხოვრობს, იქ მათი რაოდენობა დაახლოებით 713 000 ადამიანს შეადგენს. ცენტრალურ აფრიკის მკვიდრებმა, კოლონიზაციის პერიოდში, ევროპელ კოლონისტებს დაუვიწყარი შიში გამოაცდევინა, ისინი ყველაზე საშინელ ტომებს შორისაც მოიხსენიებიან.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1. ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობს!

2. 16 ლეგენდა, რომელმაც კარიერა ბოლო 5 წლის მანძილზე დაასრულა!

3. ვინ იყო პაპი "ჯოანა" და რატომ მალავენ კათოლიკები მას?!

4. ნატურალური სილამაზე, არაცივილიზებულ ტომებიდან!

5. ვარდკაჭაჭა - მცენარე, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!

6. ტუნისის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!

7. რატომ დგანან ფლამინგოები ცალ ფეხზე? - საიდუმლო ამოხსნილია!

0
2580
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0