კინო ალექსანდრე დემიანენკოს ანუ "შურიკას" 80 წელი შეუსრულდებოდა 2017, 30 მაისი, 16:26 30 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ საბჭოთა მსახიობს ალექსანდრე დემიანენკოს, -ლეონიდ გაიდაის კინოკომედიების "შურიკას" უკვდავ გმირს. კინოში მისი დებიუტი 1958 წელს შედგა ფილმით "ქარი", შემდეგ იყო ლენფილმის კინონოველა "ცარიელი რეისი", ხოლო შურიკას პირველი როლი შეასრულა 1965 წელს ფილმში "ოპერაცია „Ы“ და შურიკას სხვა თავგადასავლები".გაიდაიმ 40-ზე მეტი მსახიობი მოსინჯა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შავგვრემან დემიანენკოზე შეარჩია, როგორც მსახიობის ქვრივი იხსენებს, ალექსანადრე კინაღამ თმის გარეშე დარჩა ქერად მრავლრიცხოვანი შეღების შემდეგ. ორი წლის შემდეგ გამოვიდა გაიდაის კომედია "კავკასიელი ტყვე ქალი", რომელმაც მსახიობს არნახული პოპულარობა მოუპოვა. გაიდაის კომედიების შემდეგ რეჟისორები იშვიათად იწვევდნენ მსახიობს კინოროლებზე.1991 წელს მას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.მსახიობი 1999 წლის 22 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში გარდაიცვალა 62 წლის ასაკში გართულებული გულის იშემიური დაავადებით. 487 7-ს მოსწონს 1-ს არა
|