სისხლის სამართალი მამაკაცის ჩანთაში პოლიციელებმა შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინეს. მაგრამ, მეტი საშინელება, შემდეგ გახდა ცნობილი! 2017, 30 მაისი, 14:18 ექიმს შვეციიდან ნარკოტიკების გავრცელებაში, ქალების მოტაცებში და გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექიმმა ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმში, მასთან სახლში მყოფი ქალი ნარკოტიკებით გააბრუა. მალევე გადაიყვანა იმ ბუნკერში, რომელიც მისი სახლიდან 350 კმ-ზე იყო. მას შემდეგ, როდესაც 38 წლის ექიმმა ქალი ბუნკერში შეათრია, ერთი კვირის მანძილე აუპატიურებდა მას. აღმოჩნდა, იმისთვის, რომ დაეფარა საკუთარი და მსხვერპლის სახე, მამაკაცი იყენებდა ორ ნიღაბს - ასაკოვანი მამაკაცისას და ქალისას. მამაკაცმა ეს ბუნკერი სპეციალურად ააშენა დანაშაულებრივი მიზნისთვის. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალი ამ შენობაში ექვსი დღე იმყოფებოდა. ბუნკერში დამონტაჟებული იყო სამზარეულო, ტუალეტი და საძინებელი ოთახი. ბუნკერში უკან ეზოც იყო, სადაც ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით მსხვერპლს სეირნობა შეძლებოდა. სახელისუფლებო სტრუქტურები დაწვრილებით იუწყებიან, რომ გაუპატიურებამდე ექიმმა ყველა აუცილებელი ანალიზი აიღო, ხოლო ყოველი აქტის შემდეგ კი ქალს აიძულებდა ჩასახვის საწინააღმდეგო წამლის დალევას. რამოდენიმე დღის შემდეგ პოლიცაში განცხადება შევიდა სწორედ ამ მსხვერპლის დაკარგვის თაობაზე. დამნაშავემ, შეიტყო რა ეს, მიიყვანა ქალი პოლიციის განყოფილებაში და აიძულა მიეცა ცრუ ჩვენება. მაგრამ, პოლიციელებმა არ დაიჯერეს მისი ნაამბობი, და როდესაც ქალს განმარტოებით გაესაუბრნენ, მან დანაშაულის ყველა დეტალი მოყვა. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დამნაშავე ამ ქალის დატყვევებას რამოდენიმე წლით გეგმავდა“ - თქვა გამომძიებელმა პიტერ კლესონმა. იხილეთ ასევე: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰოლდინგი Johnson & Johnson 110 მილიონ დოლარს გადაუხდის კიბოთი დაავადებულ ამერიკელ ქალს 2. დედამ ქინდერ სიურპრიზი გახსნა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა... 3. ჩინეთში აღმოაჩინეს მანქანის 30 წამში გატაცების გზა !!! 4. სიკვდილი ყოველთვის პოულობს იმას, ვინც საჭიროა: საშინელი აღმოჩენა! 5. ათასობით ბავშვი ორგანოებითვის!!! (უსაშინლესი სიმართლე!!!) 4209 11-ს მოსწონს
|