x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ?
ყველას გაქვთ ნანახი ისტორიული პიროვნების პორტრეტები, ბევრი თუ მცირე დაკვირვების შემდეგ კი ალბათ აღმოგიჩენიათ ლიდერების, მეფეების, იმპერატორების, გენერლების უჩვეულო თვისება- ხელის პოზიცია, რომელსაც მალავდნენ ტანსაცმლის ქვეშ. დღეს მსგავს პოზიციაში არავინ იღებს ფოტოს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს უწინ ნამდვილი ტენდენცია იყო.




image



დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საინტერესო თეორიას, თუ რას აღნიშნავდა ეს ჟესტი.





რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ?






1. ძველი ბერძნული ეტიკეტის მახასიათებლები.


image

უძველეს საბერძნეთში ხალხთან კომუნიკაციის დროს ხელის ტანსაცმლის ქვეშ დამალვა პატივისცემის ნიშანი იყო. თავისუფალი ხელები განიხილებოდა როგორც უხეში ჟესტი და მსმენელთა შეურაცხყოფა.



ეშინი, რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი და უძველესი ათენელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორატორი მკაცრად იძლეოდა რეკომენდაციას სიტყვიერი გამოსვლის დროს ხელი დამალული ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს რეკომენდაცია ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა და 2000 წლის განამვლობაში გვხვდებოდა ორატორობის შემსწავლელ სახელმძღვანელოებში.







2. კლასიკური პოზის მოდა. image

ეს თეორია დემონსტრირებს ძველი საბერძნეთის კულტურას და გავლენას ახდენს დასავლეთ ევროპის განვითარებაზე. მე -18 საუკუნეში პოზამ იწყო გავრცელება საბერძნეთის მაღალი წრის საზოგადოებაში. პორტრეტებიც მსგავსი დგომით იხატებოდა. ჟესტი კი მაღალი წრის აღმნიშვნელი იყო, მიუთითებდა პიროვნების განათლებას, კარგ მანერებსა და კეთილშობილ ხასიათს.







3. იმპერატორზე ორიენტაცია. image

საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის პორტრეტებში ხშირად ნახავთ მსგავს პოზას, თუმცა ის სულაც არ მოწონდა მას.



მაგალითად, ნაპოლეონმა მისი ერთ–ერთი ცნობილი პორტრეტისთვის სულაც არ იპოზიორა რომ დაეხატად. იმ დროისათვის, ევროპის ყველაზე სახელგანთქმულმა მხატვარმა ჟაკ-ლუი დევიდმა შეძლო იმპერატორი აღედგინა საკუთარ მეხსიერებაში, პოზაც თავად შეურჩია და დახატა.



image



ნაპოლეონს ძალიან მოეწონა პორტრეტი და მხატვარს გულითადი მადლობაც გადაუხადა. იმპერატორის მიმდევრებმა და თაყვანისმცემლებმა კი უბრალოდ გაიმეორეს მისი პოზა თავიანთი პორტრეტებისთვის.







4. მოხერხებული პოზა ფოტოსთვის.

image

ფოტოპორტრეტების დახატვას ოთხ საათამდე და ზოგჯერ მეტი დროც ჭირდებოდა. ფოტო ბუნდოვანი რომ არ გამოსულიყო და პროცედურას კი გამეორება არ დაჭირვებოდა, მხატვრები იგონებდნენ მუზისთვის მოსახერხებელ პოზას და ეს პოზა გახდა ერთ–ერთი იდეალური, რომ საჭირო დროს მდგომარეობა არ შეეცვალათ.


image



შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო მსახურებიც იღებდნენ ფოტოებს მსგავს პოზაში. მსგავს პოზიციაში ფოტო აქვს კარლ მარქსაც. XIX საუკუნის მიწურულს კი მოდამ ცვლილება განიცადა, თუმცა არა სტალინისთვის, მასაც აქვს მსგავსი პორტრეტი.







5. მასონების ნიშანი. image


კიდევ ერთი, ბოლო ვერსიის თანახმად ხელის ეს პოზიცია მასონთა ნიშანს წარმოადგენდა. ეს ჟესტი მათი იდენტიფიკაციისთვის შეიქმნა. ის ასევე განსაზღვრავს იერარქიის დონესა და შესრულებულ მისიებს.


მაგალითისთვის გთავაზობთ ავსტრიელი კომპოზიტორის, მუსიკოს–ვირტუოზის მოცარტის პორტრეტს, რომელიც ასევე იყო მასონი.

image





0
253
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0