სხვა მცენარე, რომელიც უამრავ ავადმყოფობას ამარცხებს, ეს უნდა იცოდეთ! 2017, 30 მაისი, 12:08 თავშავა ეს არის ბალახოვანი მცენარე. ის თითქმის ყველგანაა გავრცელებული.იზრდება ველზე, ტყის პირებში, მშრალ, ღია ადგილებში, ბუჩქნარში. ნედლეულად გამოიყენება მთელი მცენარე; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს. თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1, 2%-მდე ეთერზეთს, 12, 5%-მდე სეკვიტერპე- ნებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია 28%-მდე გამშ- რალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცი- რე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს. მისი ნაყენი გამოიყენება გაცი- ვების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტის, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღე- ბად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს. ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ “1 ჩაის ჭიქა'' ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ. თავშავა ძირითადად გამოიყენება სხვა მცენარეებთან ერთად, მისი გამოყენება და- უშვებელია ორსულობის პერიოდში. გისურვებთ ჯანმრთელობას! 343 5-ს მოსწონს
|