სხვა იცით, რატომაა საშიში ცხრა საათზე მეტ ხანს ძილი? 2017, 27 მარტი, 18:42 ძილი, რომელიც ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდება, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვი- ნის სერიოზული დაავადებები და ფსიქიკური გადახრა. ექსპერტებმა ჩაატარეს მთელი რიგი კვლევები, რათა გაეგოთ ვნებს თუ არა ხანგრძლივი ძილი ადამიანის ორგანიზმს. კვლევებში დაახლოებით ორიათასი ადამიანი მონაწილეობდა და მათზე დაკვირვებას ბოსტონელი მეცნიერები 13 წლის მანძილზე ანხორციელებდნენ. კვლევის მონაწილეები დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად. პირველ ჯგუფში მყოფ ადამიანებს უნდა ძინე- ბოდათ არაუმეტეს 6 საათი, მეორე ჯგუფში მყოფებს 6 დან 9 საათამდე, ხოლო მესამე ჯგუფში მყოფებს 10 საათზე მეტი. შედეგების მიღების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები დროით ეძინათ, თავს სხვებზე ბევრად უკეთ გრძნობდნენ. ექსპერტების აზრით, ეს უკავშირდება ტვინის დასვენების რეჟიმში გადასვლას, რომელშიც ის არასრული ძალით ფუნქციონირებს, ამის გამო ნეირონებს ეძ- ლევათ შესაძლებლობა, რომ იყვნენ მოდუნებულ მდგომარეობაში. ამავე დროს, მეცნიე- რებმა აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივმა ძილმა შეიძლება ორგანიზმისთვის ნეგატიური შე- დეგები გამოიწვიოს, ასევე დიდი ხნით ძილი ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, რადგან უმუშევარ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ნეირონები თანდათან იღუპებიან, რაც იწვევს მცირეხნიან მეხსიერების დაკარგვას. 170 7-ს მოსწონს
|