x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მსოფლიო ეკონომიკა ძროხების მაგალითზე
image

image

ფეოდალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. თქვენი ბატონი რძის ნაწილს გართმევთ.

სოციალიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს მეზობელს აძლევთ.
კომუნიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. სახელმწიფო ორივეს გართმევთ და სანაცვლოდ რძეს გაძლევთ.
ტოტალიტარიზმი: თქვენ გყავთ 2 ძროხა. სახელმწიფო ორივეს გართმევთ, ხოლო თქვენ ჯარში გაწვევის შეტყობინებას იღებთ.
დიქტატურა: თქვენ გყავთ 2 ძროხა. ხელისუფლება ორივეს გართმევთ, ხოლო თქვენ ციხეში ხვდებით.

კლასიკური კაპიტალიზმი, ბრიტანულ-ამერიკულად:

თქვენ გყავთ 2 ძროხა. ერთს ყიდით და ხარს ყიდულობთ. თქვენი ნახირი მრავლდება, ხოლო ეკონომიკა იზრდება. ყიდით ნახირს ან მემკვიდრეს აბარებთ და პენსიაზე გადიხართ.


კაპიტალიზმი ფრანგულად:

თქვენ გყავთ 2 ძროხა. მონაწილეობას იღებთ გაფიცვაში, ორგანიზებას უკეთებთ არეულობას და ახდენთ გზების ბლოკირებას, რადგან 3 ძროხა გინდათ რომ გყავდეთ.


კაპიტალიზმი იტალიურად:
თქვენ გყავთ 2 ძროხა. მაგრამ, არ იცით სად არიან ისინი.


კაპიტალიზმი ესპანურად:
თქვენ გყავდათ 2 ხარი. მაგრამ, კორიდა მოაწყვეთ და ორივე დაკარგეთ.


კაპიტალიზმი შვეიცარულად:

თქვენ გყავთ 5 000 ძროხა. მაგრამ, არცერთი არ გეკუთვნით. თქვენ მათ წველით და პატრონს ძროხების შენახვის ფულს ართმევთ.



კაპიტალიზმი ინდურად:
თქვენ გყავთ 2 ძროხა და მათზე ლოცულობთ.


კაპიტალიზმი პაკისტანურად:

თქვენ არასდროს გყოლიათ ძროხა. მაგრამ, ყველა ინდური ძროხა საკუთარი გგონიათ.


კაპიტალიზმი რუსულად:
თქვენ გყავთ 2 ძროხა. გადათვლას იწყებთ და გებულობთ, რომ 5 ძროხა გყავთ. ხელახალი დათვლისას, ძროხების რიცხვი 47-მდე იზრდება. კიდევ ერთხელ გადათვლისას კი, მხოლოდ 14 ძროხა გყავთ. რაც პირუტყვის შემცირებას ნიშნავს ანუ ახალი ბოთლის გახსნის დრო მოვიდა.

image

4
151
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
151
  
2017, 31 მაისი, 21:09
ბოლო მაგარი იყო რუსული))))) ინდურიც
2017, 30 მაისი, 12:15
ხო, მეც :))) ძალიან სახალისო სტატიაა...
2017, 30 მაისი, 11:22
ინდური მომეწონა))))
0 1 4