x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა შეიძლება იყიდოთ ერთ დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
დოლარის კურსის კატასტროფული მატება ამ ბოლო ხანებში მეტად მტკივნეული თემაა თითოეული ჩვენგანისათვის. სულ ერთი თვის წინ ერთი აშშ დოლარის შეძენა 1, 70 ლარად იყო შესაძლებელი, ამ რამოდენიმე დღის წინ კი ამ ნიშნულმა 2 ლარს გადააჭარბა და დღეისათვის არსებული ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი, არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს. რა თქმა უნდა, კურსის მატება ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პროდუქტებსა და სხვა საქონელზე ფასების ზრდას იწვევს, რაც მძიმე ტვირთად აწვება თითოეული რიგითი მოქალაქის ოჯახს. ლარი სულ უფრო და უფრო კარგავს მსყიდველობით უნარს.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოდით, გადავავლოთ თვალი რამოდენიმე განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას და ვნახოთ, თუ რისი ყიდვაა შესაძლებელი იქ ერთ დოლარად.



გრენლანდიაში ერთ დოლარად ერთი ლიტრი ბენზინის შეძენას შეძლებთ


image



ავსტრალიაში თქვენ ერთ დოლარად ერთი წუთი შეგიძლიათ ისაუბროთ მობილური ტელეფონით


image


მექსიკაში ამ თანხით იყიდით 48 ბანანს


image



ზიმბაბვეში ერთ დოლარად უამრავი რამის ყიდვას შეძლებდით. ხარარეში არსებობს ეგრეთწოდებული "დოლარის ბაზარი", სადაც ერთ დოლარად შემოგთავაზებენ ათასნაირ ტანსაცმელსა და კვების პროდუქტებს


image


კანადაში ერთ დოლარად იყიდით ერთ ორგანულად სუფთა ვაშლს


image


ჰაიტიში ერთ დოლარად იყიდით ბრინჯისაგან დამზადებულ ოთხ სხვადასხვა კერძს


image


ბელგიაში ამ თანხად ერთი შეკვრა საღეჭი რეზინა მოგივათ


image


ვენესუელაში თქვენ შეგიძლიათ ერთ დოლარად ბენზინით გაავსოთ თქვენი მანქანის ავზი


image


საუდის არაბეთში ერთ დოლარად გაივლით ტაქსით ერთ მილს


image


ჰონდურასში კი ამ თანხად ქალაქის ნებისმიერ წერტილში მიგაბრძანებენ


image


იტალიის ქალაქ განჯიში ერთ დოლარად შეგეძლებათ იქირაოთ ბინა ერთი დღით


image


ფინეთში ამავე თანხად შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ტუალეტით


image


დანიაში იყიდით შოკოლადს Kinder maxi


image


იორდანიაში ერთ დოლარად შეიძენთ შოკოლადს, პეპსის და ერთ პაკეტ ჩიპსს


image


ინდონეზიაში შეგიძლიათ ერთ დოლარად მშვენივრად ისადილოთ კაფეში


image


ჩინეთში შეგიძლიათ იყიდოთ ერთი პინტი (1, 25 ლიტრი) ჩამოსასხმელი ლუდი


image


აი ჩეხეთში კი სამი ბოთლი ლუდის ყიდვა შეგიძლიათ ერთ დოლარად ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში


image


ინგლისში ამ თანხად თქვენ შემოგთავაზებენ ერთ ცალ კვერცხს მარინადში


image


ვიეტნამში კი 40 ცალი მწყერის კვერცხის ყიდვა შეგეძლებათ იგივე თანხად


image


ეგვიპტეში ერთ დოლარად ექვსი ცალი საკმაოდ დიდი ზომის სენდვიჩი მოგივათ


image


პორტუგალიაში კი თქვენ გელოდებათ მომცრო ფინჯანი ყავა ესპრესო


image


შვეიცარიაში ერთ დოლარად მიიღებთ სულ პაწაწინა ნაჭერს საქვეყნოდ განთქმული შვეიცარიული ყველისა


image


ტაილანდში იგივე თანხად მიიღებთ მწვანე ტაიური კარისა და ბრინჯის ერთ ულუფას


image


კენიაში ერთ დოლარად იყიდით რვა თავ კომბოსტოს, ოთხ პამიდორსა და ექვს ცალ ხახვს


image


ირლანდიაში ამ თანხად მოგივათ ერთი პატარა პაკეტი ჩიპსი


image


ნეპალში კი ერთ დოლარად გასინჯავთ ეროვნული კერძის მანტის ათ ცალს


image


ნორვეგიაში ამ თანხად თქვენ ვერაფერსაც ვერ იყიდით (გასკდა გული, ვაითუ მშიერი კვდებიან ჩემი ბიჭები...)


image












5
904
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
904
  
2014, 15 დეკემბერი, 15:53
:-*
2014, 15 დეკემბერი, 15:52
იმედია:)
2014, 15 დეკემბერი, 15:52
ბანანს რომ ვწერდი, შენ გამახსენდი:დ
2014, 15 დეკემბერი, 15:51
ხო და ბანანებზე მო,მეწონა ეგ :D
2014, 15 დეკემბერი, 15:50
ბოლო მაგარი იყო მანჩო :D ნუ გეშინია კარგად იქნებიან:-*
0 1 5