ეკონომიკა პოლონეთში ნაცისტების ოქროს ეძებენ! 2015, 1 ოქტომბერი, 18:02 ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია ნაცისტების ოქროს შესახებ, რომელსაც
პოლონელები ეძებენ!
![]() 1945 წელს "ოქროს მატარებელი" პოლონეთის ქალაქ ვროცლავთან ახლომახლოს გადაიკარგა. დღესდღეობით პოლონელებს სჯერავთ, რომ ოქრო მათ ტერიტორიაზეა. ოქროს ძებნაში ჩართულია ასევე პოლონეთის სამხედრო არმიაც. ![]() სამხედროები უკიდურეს ზომებს იღებენ, რათა "ოქროს მატარებლის" სავარაუდო ადგილმდებარეობა ძალიან სიღრმეშია, ამიტომ შესაძლოა მატარებელში ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იყოს. ![]() ადგილზე სპეციალურად ქიმიური, რადიაციული და ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო ინვეტარიით დაკომპლექსებული სამხედროები იმყოფებიან. ![]() ისინი ამოწმებენ ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ "ოქროს მატარებელი" იმყოფება. სამხედროების ვარაუდით, ნებისმიერი ადგილი შესაძლოა დამინული იყოს. ![]() პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოქროს მატარებელი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვალბრიშში უნდა იყოს. 2015 წლის აგვისტოს თვეში პოლონელებმა სპეციალური მიწისქვეშა რადარების საშუალებით ამ დასკვნამდე მივიდნენ, რომ "ოქროს მატარებელი" 99 %-ით ამ ქალაქში იმყოფება. ![]() ისტორიის თანახმად, გერმანელებმა ომის წაგების შემდეგ, ოქრო მატარებელზე დატვირთეს და გადამალეს, რათა მტერს ხელში არ ჩაეგდო. ![]() დაუჯერებელია, მაგრამ მატარებელში 300 ტონა ოქრო და კიდევ ძალიან ბევრი ძვირადღირებული სამკაულია დამალული. ![]() როგორც ცნობილია, მატარებლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით პოლონეთის მთავრობას ინფორმაციას აწვდის პიროვნება, რომელიც ამ წუთისთვის სიკვდილს ებრძვის. პოლონელებს ეჭვი აქვთ, რომ ეს კაცი მათ შორის ერთ-ერთი იყო ვინც "ოქროს მატარებელი" გადამალა. ![]() ვნახოთ რა მოხდება უახლოეს მომავალში... თუ იპოვეს აუცილებლად გაგაგებინებთ... ![]() ![]() ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 297 7-ს მოსწონს 1-ს არა
|