დიეტოლოგია მინუს 12 კილოგრამი 6 დღეში 2017, 26 მაისი, 1:19 მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანი ოცნებობს წონაში დაიკლოს და უფრო მიმზიდველი გახდეს საპირისპირო სქესის მიმართ.და არა მარტო მიმზიდველი, ნაკლები წონა ადაქმიანის ჯანმრთელობაზეც აისახება. სიმსუქნე ხშირად იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ დისკომფორტსაც.არსებობოს უამრავი სხვადასხვა დიეტა და თითქმის ყველა მათგანი ეფექტურია, მაგრამ დრო გაცილებით ხანგრძლივია, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.მინუს 12 კილოგრამი ერთ კვირაში მართლაც სასწაულია. ზოგი თვლიდა რომ ეს არარეალური და უკიდურესად მავნეა ორგანიზმისთვის. სტატიაში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ სწრაფ დიეტას.
ფრანგული დიეტა: - ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული წონის დაკარგვის მეთოდები გაჩნდა საფრანგეთში. ეს დიეტა განკუთვნილია ექვს დღეზე და მიზნად ისახავს 12 კილოგრამის დაგდებას - ანუ ერთ დღეში იკლებ 2 კილოგრამს. ეს არ არის აგრესიული დიეტა, რადგან მასში საკმარისი რაოდენობის ცილები და ნახშირწყლებია.თითოეულ დღეზე მითითებული საკვები პროდუქტი თქვენ უნდა გადაანაწილოთ დღის განმავლობაში.
მენიუ დიეტის პერიოდში" - დიდი ოდენობით გაზიანი მინერალური წყალი + 3 ჩაის ჭიქა კლასიკური შავი ჩაი უშაქროდ.
ორშაბათი - 4 ცალი სტაფილო, 2 მოხარშული კვერცხი, 6 ცალი კაკალი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 ცალი ვაშლი.
სამშაბათი -150 გრამი მოხარშული ოსპი, მოხალული მზესუმზირა, 2 სტაფილო, 100 გრამი ბროკოლი, ტომატის წვენი, 100 გრამი მოხარშული ხორცი + უცხიმო იოგურტი, ხახვი და კამა. ოთხშაბათი - ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, 150 გრამი გოგრის პიურე, ერთი ჭიქა რძე, 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, ჩაშუშული სტაფილო ზეითუნის ზეთზე. ხუთშაბათი - უცხიმო იოგურტი, 2 ცალი პომიდორი, 200 გრამი ქათმის ფილე, ერთი ჭიქა რძე, 100 გრამი მოხარშული ოსპი და 2 ცალი მოხარშული კვერცხი. პარასკევი - უცხიმო იოგურტი, ერთი ჭიქა რძე, ორი ცალი მსხალი, 150 გრამი თევზი მოხარშული, 2 ცალი კარტოფილი, 2 ცალი პომიდორი. შაბათი - სამი კათხა ჩირის კომპოტი, 100 გრამი მოხარშული ოსპი, 2 ჭიქა ტომატის წვენი, 200 გრამი მოხარშული თევზი. მთელი 6 დღის განმავლობაში ვიღებთ შეუზღუდავად მინერალურ წყალს, უშაქრო ჩაის და ყავას. ამ დიეტის შემთხვევაში გამორიცხულია უკუჩვენებები. 8180 6-ს მოსწონს
|