კინო გარდაიცვალა როჯერ მური-ყველაზე ცნობილი" აგენტი 007" ჯეიმს ბონდიდან 2017, 24 მაისი, 10:17 აშშ-ში გარდაიცვალა ცნობილი ინგლისელი მსახიობი როჯერ მური, რომელმაც აგენტ 007-ის როლი ჯეიმს ბონდზე გადაღებულ 7 ფილმში ითამაშა.მსახიობი 89 წლის იყო.
როგორც მსახიობის ოჯახი იუწყება, როჯერ მური გარდაიცვალა სიმსივნესთან ხანმოკლე, მაგრამ მამაცური ბრძოლის შემდეგ." მსახიობმა 1973 წლიდან 1985 წლამდე ჯეიმს ბონდის როლი შვიდ ფილმში ითამაშა და გახდა ყველაზე ცნობილი "აგენტი 007". 1980 წელს მას “ოქროს გლობუსი” გადაეცა. მური ერთადერთი მსახიობი იყო "აგენტ 007"-ებიდან, რომელიც არ დადიოდა ფილმში Aston Martin-ით და ერთადერთი მსახიობი, რომელსაც სცენარის მიხედვით ლენინის ორდენი გადაეცა. როჯერ მური, გარდა თავისი წარმატებული სამსახიობო კარიერისა, ცნობილი იყო თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. 1991 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩად აირჩიეს. 2003 წელს სერის წოდება მიანიჭეს. 2008 წელს მსახიობს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც გაუხსნეს. 242 7-ს მოსწონს 1-ს არა
|