საზოგადოება ტყუპი დები, რომლებმაც 100 წლის იუბილეს ფოტოსესია მიუძღვნეს (+ფოტოები) 2017, 25 მაისი, 0:03 ბრაზილიელ ტყუპ დებს, მარია პიგნატონ პონტინსა და პაულინა პიგნატონ პანდოლფს, არც მეტი არც ნაკლები, 100 წელი შეუსრულდათ. მათ ეს შესანიშნავი თარიღი განსაკუთრებულად აღნიშნეს და საკუთარ იუბილეზე შთამბეჭდავი ფოტოსესია მოაწყვეს.
ფოტოგრაფი, რომელმაც დებს საჩუქრად ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი მიუძღვნა, კამილა ლიმაა. მან ტყუპი დების შესახებ ადგილობრივი ახალი ამბებიდან შეიტყო და გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გაეცნო ისინი.
"მე ვიცოდი მათ შესახებ და გადავწყვიტე მათთვის საჩუქარად ეს ლამაზი ფოტოგრაფიული ნაშრომი მიმეძღვნა. ისინი საოცრად მომხიბვლელები და საყვარლები არიან! დღემდე არასდროს შევხვედრილვარ ასეთ ხანდაზმულ ადამიანებს, მითუმეტეს კი ტყუპებს. ვფიქრობ, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ ასეთ მშვენიერ დღეს" - ამბობს ფოტოგრაფი. ფოტოსესია საოცრად ხალისიანი გამოვიდა, ყვავილებით, ფერადი ბუშტებითა და მხიარულებით სავსე. თავად იუბილარები კი, ალბათ დამეთანხმებით, ასაკის მიუხედავად, მაინც შესანიშნავად გამოიყურებიან. პაულინა პიგნატონ პანდოლფს ჰყავს 6 შვილი, 19 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი, ხოლო მარია პიგნატონ პონტინს, 5 შვილი, 12 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. ტყუპი დები ფოტოგრაფთან, კამილა ლიმასთან ერთად 33 4-ს მოსწონს
|