x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!

image


ერთადერთი, რაზეც თანხმდებიან, დანაწევრებული კვების მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები ის არის, რომ 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღება აუცილებელი არის.

ფართოდ გავრცელებული აზრი, გვიანი წახემსების ზიანის შესახებ, მხოლოდ მითია, ამასთან, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დილის 8 სთ-ზე საუზმობს და 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღეისგან, თავს იკავებს, მისი ორგანიზმი, 14 საათი მანძილზე, ენერგიის წყაროს გარეშე რჩება. რაც მეტისმეტად ხანგრძლივი პერიოდია და ამასთან, ამ ადამიანების უმრავლესობა, საღამოს საათებში, შიმშილის გრძნობას განიცდის და მის “გადასაგორებლად", კითხულობენ ან ტელევიზორს უყურებენ. მაგრამ, საკმარისია, ეკრანზე საჭმელი გამოჩნდეს ან მისი სუნი შეიგრძნონ, რომ კუჭის წვენის გამომუშავება ეწყებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკვების გადამუშავებისთვის მომზადებას იწყებს. ამ დროს, კუჭში საკვების არ არსებობის შემთხვევაში, კუჭის წვენის ნაწილი ნაწლავებში გადადის და მის ამოჭმას იწყებს. გარდა ამისა, იზრდება კუჭის წყლულის და გასტრიტის გაჩენის რისკებიც. ამიტომ, დაძინებამდე, 3-4 საათით ადრე, მსუბუქ წახემსებას, ზიანის კი არა, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკვების მიღებაზე, ხანგრძლივი დროით, თავის შეკავების შემთხვევაში, ორგანიზმი სტრესს განიცდის და როგორც კი საკვები მოხვდება მასში, მაშინვე ცდილობს მარაგის აღებას, რაც ადრე თუ გვიან, ჭარბი წონის წარმოქმნას იწვევს.
ამრიგად, თავიდან რომ ავიცილოთ გასტრიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები, დისბაქტერიოზი, ჭარბი წონა და სხვა დაავადებები, დიეტოლოგების რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: მოვუსმინოთ სიგნალებს, რომლებსაც ორგანიზმი იძლევა და საკვები მაშინ მივიღოთ, როდესაც ამის მოთხოვნილება გაგვიჩნდება. თუმცა, არასდროს არ უნდა გამოვტოვოთ საუზმე, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა, დილის საათებში, მადა, დრო ან იმ მომენტში, არსებული საკვების მიღების სურვილი.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

შეიმოწმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა 1 წუთში, სახლიდან გასვლის გარეშე

სუპერ დიეტა: ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში!

წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე

მიიღეთ ეს ერთი კვირის მანძილზე და შედეგი განგაცვიფრებთ!

0
800
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0