სხვა პომიდორი: ვიტამინების წყარო და ბუნებრივი ანტიდეპრესანტი 2017, 19 მაისი, 14:54 პომიდორს სასიამოვნო გემოსთან ერთად უამრავი სასარგებლო თვისებაც გააჩნია. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო ბევრ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას შეი- ცავს. პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას გაა- ჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. თუ ყოველდღე მიირთმევთ პომიდორს, სიმ- სივნური დაავადება ნაკლებად დაგემუქრებათ, რაც სწორედ პომიდორის შემადგენლო- ბაში შემავალი ლიკოპენისა და კაროტინოიდების დამსახურებაა. პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ის ასევე სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.აუმჯობესებს საჭ- მლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცვე- ლობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სის- ტემის ფუნქციობას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნებაგანწყობილე- ბას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ.მასაც, ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ის ძალზე დაბალკალორიულია.დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში მავნე ქიმია არ არის! მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელესმაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლს, სპეციფიკურ ნივთიერებას შეიცავს.მას მეცნიერებმა P3 უწო- დეს. ეს ნივთიერება ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი არტერიულ წნევასაც აბალანსებს. B ჯგუფის ვიტამინების წყალ- ობით პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და გამაახ- ალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პომიდორი უნიკალური შემადგენლობის წყალო- ბით ეფექტურად ებრძვის ასთენიას. ახალგამოწურული წვენი და რბილობისგან მომზა- დებული პიურე ენიშნებათ ორსულებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქრო- ნიკულ ავადმყოფებსა და ბავშვებს. მისი სასარგებლო თვისებების მიუხედავად პომიდვ- რის მირთმევისას სიფრთხილე გვმართებს. ეს ბოსტნეული ერთ-ერთი ძლიერი ალერგე- ნია, ამიტომ საკვების მიმართ ალერგიულმა პირებმა ის ფრთხილად უნდა მიირთვან, გამოხატული ალერგიული რეაქციის მქონეებმა კი საერთოდ ამოიღონ საკვები რაციონი- დან.ის ასევე მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას. გარდა ამისა, პომიდორში შემავალმა ორგანულმა მჟავებმა ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის დროს შეს- აძლოა ტკივილი გაამძაფროს. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს! 101 6-ს მოსწონს
|