სხვა ჭინჭრის წვენი ჰემოგლობინის ასამაღლებელი საუკეთესო საშუალებაა! 2017, 19 მაისი, 14:24 ჭინჭარი მრავალწლიანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა. გარდა იმისა, რომ მას საჭ- მელად იყენებენ, უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ჭინჭრის წვენს, რომელსაც ამზადებენ ქორფა ფოთლებისა და ღეროებისგან. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამ- აღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას. ნაყენის მისაღებად, 4 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ფოთოლს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხა- მენ და სვამენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჭინჭრის წვენი ეხმარება ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყარის დროს. ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძ- ლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. ამის გარდა ის აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადე- ბები. ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლ ახლადგაწურ- ულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისათვის აპრილი-მაისში მოჭერით 20 სმ სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყა- რეთ სამ ლიტრიან ქილაში და დაასხით პირამდე ცივი ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში. თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინ- ჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1, 5 სთ, გა- წურეთ, შეიზილეთ ნაყენი ახალადაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრ- ძლივი დროის განმავლობაში. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს! 103 5-ს მოსწონს
|