დიეტოლოგია პროდუქტები, რომლებიც დღის განსაზღვრულ დროს უნდა მიიღოთ 2017, 19 მაისი, 14:15
ხშირად, ჭამის შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ სიმძიმეს, შებერილობას და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს მუცელში. ხანდახან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარების არასწორი დრო.
ბრინჯი
ეს პროდუქტი უკეთესია მოიხმაროთ დღისით, გვამცნობენ დიეტოლოგები. საქმე იმაშია, რომ მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის პროცესი) სიჩქარე ყველაზე მაღალია დღისით. ამიტომ ორგანიზმი ასწრებს საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების გადამუშავებას. ხოლო საღამოს ბრინჯისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან დღე-ღამის განმავლობაში მეტაბოლიზმი ამ დროს ყველაზე ნელია და დაუხარჯავი ნახშირწყლები გარდაიქმნება ცხიმად.
ვაშლი
ამ ხილის გამოყენება უმჯობესია დილით. ვაშლის კანი შეიცავს პექტინებს, რომელიც ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას, ანთავისუფლებს შეკრულობისგან და გამოდევნის კანცენოგენურ ნივთიერებებს. არ ღირს ვაშლის ჭამა საღამოს და ღამით, რადგან პექტინი გადატვირთავს საკვების გადამამუშავებელ სისტემას. ამასთან, ორგანული მჟავები ვაშლის შემადგენლობაში ამძაფრებენ შიმშილის შეგრძნებას და ამაღლებენ მჟავიანობას, რამაც შეიძლება ძლიერი დისკომფორტის პროვოცირება მოახდინოს კუჭში.
ტკბილეულობა
ტკბილეულობის მიღება უმჯობესია დღის 12 საათამდე. დილის საათებში შაქარი მუხტავს ტვინს ენერგიით და ამასთან არ აყენებს ზიანს სხეულს, რადგან ორგანიზმი ასწრებს ყველა „ტკბილი“ კალორიის დაწვას. ძალიან ცუდი დრო ტკბილეულობისათვის არის ღამე. გარდა იმისა, რომ ღამით მიღებული შაქარი ინახება სხეულში ცხიმოვანი ნაკეცების სახით, ის ასევე ახდენს საკვების გადამუშავების პრობლემის პროვოცირებას. ყველაფერ ამას მივყევართ ძილის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებამდე.
ბანანი
ამ ხილის მირთმევა უკეთესია სადილის დროს, რადგან ისინი მოქმედებენ ორგანიზმზე, როგორც ანტაციდები - ამცირებენ მჟავიანობას და გვანთავისუფლებენ გულძმარვისაგან. ცელულოზას მაღალი შემადგენლობა ეხმარება საკვებგადამამუშავებელი სისტემის მუშაობის დალაგებას. ბანანის მიღების ყველაზე ცუდ დროდ დიეტოლოგები ასახელებენ ღამეს. ღამის შიმშილის დაკმაყოფილება ბანანით არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება მიგვიყვანოს კუჭის გაღიზიანებამდე.
ხორცი
ხორციანი საჭმელი უმჯობესია მიიღოთ სადილზე - სწორედ ამ დროს ხორცი მაქსიმალურად აუმჯობესებს კონცენტრაციას და ზრდის ფიზიკურ ძალას. გვიან ღამით კი ხორცი უმჯობესია არ მიიღოთ, რადგან ის გადატვირთავს საკვებგადამამუშავებელ სისტემას და ძილის ხარისხს გააუარესებს.
პარკოსნები
პარკოსნები კი უკეთესია მიირთავთ საღამოს, რადგან ისინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ცელულოზას გაზრდილი შემადგენლობის წყალობით. გარდა ამისა, უკანასკნელი გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ პარკოსნები აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ხოლო დილით კი პარკოსნებზე უკეთესია უარი თქვათ. საქმე იმაშია, რომ ისინი ასუსტებენ შიმშილის გრძნობას, რაც გამოიწვევს დღისით სრულყოფილად ჭამისგან თავშეკავებას და საღამოს ზედმეტი ჭამის სურვილს. 127 2-ს მოსწონს
|