x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დაივიწყეთ გასტრიტის შესახებ მეორე დღესვე – ბუნებრივი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

უხარისხო საკვები და წყალი, დისბაქტერიოზი, ალკოჰოლური სასმელის გადაჭარბებით მიღება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, დიკლოფენაკი), სიგარეტი, სტრესი, ნევროზი – ამ ყველაფერს გასტრიტის განვითარება შეუძლია.


image
ამ დაავადებას ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს მადის დაქვეითება, ფიზიკური სისუსტე, ხშირი ბოყინი, ტკივილი.

კარტოფილის წვენი ეხმარება გასტრიტის დროს მაღალი მჟავიანობისას. გამწვავების შემთხვევაში ის სწრაფად ხსნის ტკივილსა და ანთებას, მასში შემავალ აქტიურ კომპონენტებს ხანგრძლივი სამკურნალო ეფექტი გააჩნია.


კარტოფილი წვენი გასტრიტის დროს


კარტოფილის წვენს უძველესი დროიდან იყენებენ აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ. მის შემადგენლობაში შედის პროტეინები, ამინომჟავები, მინერალური ნივთიერებები, ცელულოზა და ორგანული მჟავები ისეთი კომბინაციით, რომელიც ეფექტურად აქრობს გულძმარვას, ხსნის ტკივილს, ახდენს პერისტალტიკის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მადას და აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.


იქიდან გამომდინარე, რომ კარტოფილის წვენი სამკურნალო თვისებებს გამოწურვიდან მხოლოდ 10 წუთის მანძილზე ინარჩუნებს, მოამზადეთ უშუალოდ მიღების წინ. მოსამზადებლად გამოიყენეთ საშუალო ზომის კარტოფილი – დაუზიანებელი, არ უნდა იყოს მწვანე ან გაღვივებული.


გულდასმით გარეცხეთ ცხელ წყალში. გაატარეთ წვენსაწურში ან შეგიძლიათ გახეხოთ და წვენი ამ გზით მიიღოთ.


გასტრიტის სამკურნალოდ მიიღეთ ეს საშუალება 10 დღის მანძილზე 1 ს.კ. 30-40 წუთით ადრე ჭამამდე, დღეში 3 -ჯერ. შემდეგ უნდა შეისვენოთ 10 დღე. შემდეგი 10 დღე მიიღეთ წვენი დღეში 2-3-ჯერ, გაზარდეთ დოზა 1/4 ს.კ.-დან 1/2-მდე. ამ სქემით მიიღეთ გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით.


უკუჩვენება:


აღნიშნული საშუალება არ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით, დიაბეტი, პანკრეატიტის გამწვავება, კბილის სუსტი ემალი. იმ მიზნით რომ წვენში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებებმა ემალი არ დააზიანოს, მიიღეთ ის საწრუპავი ჩხირით, შემდეგ წყალი გამოივლეთ.


მკურნალობის პროცესში დაიცავით დიეტა:

გამორიცხეთ შემწვარი, ცხიმიანი, მარილიანი, მწარე საკვები. ასევე, ციტრუსები, მწნილი, ყავა, გაზიანი სასმელები. ყურადღება მიაქციეთ და არ მიითვათ ის პროდუქტები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე.



ასევე დაგაინტერესებთ:


როდესაც ჩვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება: 15 მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ!

5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს

ასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის

რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!

კაკლის უღელი – რა დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით

ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი!

4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს

1
526
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
526
  
2017, 22 მაისი, 15:15
ბევრი მოწონება
0 1 1