ისტორია რატომ უწოდებდნენ ამ რუკას " ქართული იმპერიალიზმის" რუკას... 2017, 12 მაისი, 12:37 ზუსტად 98 წლის წინ, საქართველოს პირველი პარლამენტის თავჯდომარის - ნიკოლოზ ჩხეიძის ხელმოწერით მოკავშირეთა ანტანტის უმაღლეს საბჭოს გადაეცა ყველაზე მაღალი დონის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოითხოვდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს რუკა სწორედ ამ დოკუმენტის კუთვნილებაა, ამ რუკის მიხედვით აკაკი ჩხენკელი წერდა : "ჩვენს მოთხოვნილებაში ლაზისტანსაც ვათავსებთ რიზეს ქვევით. დრომ მოგვიტანა, რომ წერეთელი-ჩხეიძე ნაც. დემოკრატების პროგრამას აყვნენ." ეს დოკუმემტი სტრატეგიული მნიშვნელობის იყო არამარტო საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც, მის გარშემო შედგა კონსესუსი და მთელი პოლიტიკური ელიტა გაერთიანდა. ფაქტობრივად, ამხელა ტერიტორია რესპუბლიკას არასდროს სჭერია და ბუნებრივია ამ საზღვრებში ის არავის უღიარებია. სკეპტიკურად განწყობილი ხალხი დასავლეთში და მოგვიანებით ზოგიერთი მეცნიერიც ამ რუკას "ქართულ იმპერიალიზმს" უწოდებდა, რადგან მთელ რიგ ტერიტორიებზე - სოჭი, გაგრა, ზაქათალა, ახალქალაქი, ლორე, არტაანი, ოლთისი, ლაზეთი - ქართველები ეთნიკურ უმცირესობებს წამოადგენდნენ. უფრო მეტიც ლორეს და ახალქალაქის გარდა არც ერთი არ შედიოდა ტფილისის ან ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. არსებოდა მხოლოდ ისტორიული მეხსიერება, რომელიც ქართველებს აერთიანებდა და ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ გარე სამყაროსთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. 1921 წლის თებერვლის მდგომარეობით, ჩამითვლილთაგან საქართველო აღარ(ვეღარ) აცხადებდა სოჭზე, ოლთისზე, ლორეზე, ლაზეთზე, სადაო იყო ლორე და ზაქათალა. უდაოდ ფლობდა გაგრას ახალქალაქს, არტაანს. ამ ტერისტორიების დაცვისთვის ქვეყანამ უზომოდ ბევრი იბრძოლა. 1921-23 წლებში, საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო ართვინი და არტაანი, სადაო ზაქათალა და ლორე აზერბაიჯანული და სომხური გახადა. დაგვიტოვა გაგრა და ახალქალაქი. ასეთია ამ მოკლე პერიოდში ქართული საზღვრების ისტორია, თუმცა ეს დღევანდელი საზღვრები არ არის. 521 1-ს მოსწონს
|