ისტორია დაუმარცხებელი გენერალი... ეს საინტერესოა 5: 2017, 9 მარტი, 3:02 გიორგი მაზნიაშვილი ( 1870 - 1937 ) დაიბადა კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სწავლობდა თბილისში იუნკერთა სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ რუსეთის მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. მონაწილეობდა 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში, იბრძოდა პირველ მსოფლიო ომშიც სადაც მძიმედ დაიჭრა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შექმნა 2 დივიზია. 1918 წელს ბრესტის ზავით თურქეთმა დაიკავა ბათუმი და გურიას შეუტია. საფრთხე ოზურგეთს ემუქრებოდა... მაზნიაშვილმა პარტიზანული რაზმების, გვარდიის ნაწილებისა და მოხალისეების მობილიზებით შეუტია თურქებს, დაამარცხა ჩოლოქთან და ბათუმიც გაათავისუფლა. 1918 წლის 18 ივნისს ის აფხაზეთი გენერალ -გუბერნატორად და საქართველოს შეირაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა...1918 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იყო თბილისის გენერალ გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ -საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ ნაწილი გენერალ დროს ნაწილებისგან. 28 დეკემბერს 3500 კაციანი შენაერთით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე - ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი. იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთის მხრიდან შემოჭრილი რუსეთის ბოლშევიკური არმიისაგან...იმავე წლის მარტში რუსეთმა კვლავ დაიკავა ბათუმი, ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს. ორჯონიკიძემ მას პირდაპირ განუცხადა : " შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ, ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა, ამიტომ გადმოდი მენშევიკების მხარეს..." მაზნიაშვილმა უპასუხა: " მე არც მენშევიკი, არც ბოლშევიკი გენერალი ვარ...მე ქართველი გენერალი ვარ" . მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა აჭარიდან იქამდე სანამ კავალერია ბათუმს მიაღწევდა. როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ მაზნიაშვილი მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან წარმატებას მიაღწია და მეთერთმეტე არმია იძულებული გახდა უკან დაეხია, თუმცა ამ დროს საქართველოს მთავრობამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მისთვის უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა დამორჩილებოდა მთავრობის ნებას. გენერალი ამ ამბავს შემდეგ ასე იხსენებდა: " იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს"... 1921 წლის თებერვალში თბილისიდან მთავრობის გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. მან ბათუმამდე ჩააცილა მთავრობა, თუმცა ემიგრაციაში ვერ გაჰყვა...გენერალმა სამშობლო არ მიატოვა. თურქეთმა ისარგებლა საქართველოში არსებული მდგომარეობით და საქართველოს საზღვრები გადმოლახეს და ბათუმის ოლქი დაიკავეს. გიორგიმ არეულობის გამო გაფანტული ქართველები შეკრიბა მოუწოდა... ცნობილია სიტყვები, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა : " მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება ... თოფ-იარაღი და ტყვილა- წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ... ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ... ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ! " სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები, 1921 წლის 20 მარტს ოსმალები დამარცხდნენ, ქართველებმა ბათუმიც და მის ოლქიც დაიბრუნა. ამ ბრძოლის შემდეგ მაზნიაშვილი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს...საბოლოო განაჩენი პატომრობით შეუცვალეს მისი ღვაწლი ოსმალეთთან ბრძოლაში. სამი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალს სამშობლოდან გაძევება მიუსაჯეს. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ გენარალ მაზნიაშვილზე ახალი ჭორები გაავრცელეს. მაზნიშვილს სურდა ამ ცილისწამებაზე პასუხი გაზეთში გამოექვეყნებინა, მაგრამ არ დაუბეჭდეს, ის წერდა : " გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს... დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა, გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონიან მოძმეს, გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს." საქართველოში დაბრუნებული როგორც ვიცით თავის სოფელში ცხოვრობდა და ძალიან უჭირდა. 30-იან წლებში ადამიანებს იჭერდნენ და უდანაშაულოდ ხვრეტდნენ და უკვე ღრმად მოხუცებულს ოჯახის წევრები და ახლობლები მალავდნენ. თუმცა, 1937 წელს მასობრივი ტერორისას გიორგი და მისი ვაჟი ივანე დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. გიორგი მაზნიაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია... 441 1-ს მოსწონს
|