ისტორია ვინ იყო ეგ. წ "ჩერქეზოვა", რა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან და ქართველთა მეგობარ უორდროპთან... 2017, 14 მაისი, 12:09 ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846–1925), მსოფლიოში ჩერქეზოვად ცნობილი პიროვნებაა. იყო მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ერთი დღეც არ უღვაწია საქართველოში ანარქისტად. ადრევე გაასახლეს ციმბირში, საიდანაც გაიქცა ევროპაში. იყო საოცრად მოქნილი და ფართო სანაცნობო წრით "მდიდარი". ამ ნაცნობობას კი საქართველოს ახმარდა. ჯერ კიდევ 1875-76 წლებში სვანეთის აჯანყებისას წერდა ანტირუსულ წერილებს ევროპულ პრესაში. 1906 წელს, გურიაში დარბევების შემდეგ, ბრიტანელი ჟურნალისტები ჩამოიყვანა საქართველოში. სტატიები დაბეჭდა ჩიკაგო დეილი ტრიბუნშიც, 1904 წელს მონაწილეობდა პირველი ქართული პარტიის ( სოციალისტ- ფედერალისტები) დაფუძნებაში. იყო კაცი ანარქისტი და კიდევ უფრო მეტად ნაციონალისტი, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. ძნელი სათქმელია როგორ ახერხებდა ორბუნებოვან ცხოვრებას. ლონდონში დაარსა საქართველოს მხარდამჭერთა კომიტეტი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი ძველი მეგობრის - ოლივერ უორდროპის დახმარებით 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას წარუდგინა " ქართველი ხალხის პეტიცია", სადაც გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, რუსიფიკაციასა და რეპრესიებში ადანაშაულებდა რუსეთს. იმავე ტრაქტატის საფუძველზე მოითხოვდა საქართველოს განთავისუფლებას. აღნიშნული მოვლენით კმაყოფილი კი ამბობდა : " ასი წლის შემდეგ, პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა". 99 1-ს მოსწონს
|