საზოგადოება როგორ „ასწორებენ“ ჰომოსექსუალისტებს - ეკვადორელი ფოტოგრაფის მონათხრობი 2017, 12 მაისი, 9:29 „რამოდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ არსებობს დახურული კლინიკები, სადაც ჰომოსექსულისტებს ძალის გამოყენებით აჩვევენ საყოველთაოდ მიღებულ სექსუალურ ჩვევებს, _თავის პროექტში Until You Change („სანამ არ შეიცვლები“) მოგვითხრობს ეკვადორელი ფოტოგრაფი პაოლა პარედეს. _მსგავსი დაწესებულებები არსებობენ არა მხოლოდ ეკვადორში, არამედ სხვა სამხრეთამერიკულ ქვეყნებში და ევროპაშიც კი“. პაოლა ნახევარი წლის განმავლობაში ინტერვიუს იწერდა ასეთი კლინიკების ყოფილი პაციენტი ქალებისგან. მან ასევე მოახერხა ერთ-ერთ მსგავს კლინიკაში შესვლაც კი. ის, რაც იქ ნახა, შოკის და საშინელი შიშის მომგვრელი იყო. ფოტოპროექტისთვის გადაღებულ სურათებზე, _ პროფესიონალი მსახიობებია, მაგრამ თვითონ სცენები მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან. 1973 წელს ამერიკულმა ფსიქიატრიულმა ასოციაციამ ჰომოსექსუალიზმი ფსიქოლოგიური აშლილობის ოფიციალური სიიდან ამოიღო. მანამდე კი ეგრეთ წოდებული კონვერსიონური თერაპიის ჩარჩოებში გამოიყენებოდა ისეთი სრულიად ლეგალიზებული მეთოდები, როგორიც არის ელექტროშოკი, ქიმიური კასტრაცია და ლობოტომიაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად დასავლეთის ყველა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის „მკურნალობა“ აკრძალულია, მსგავსი პრაქტიკა ზოგგან მაინც შენარჩუნებულია. როგორც პაოლა მოგვითხრობს, ეკვადორში მრავალი მშობელი ემხრობა ორთოდოქსალურ შეხედულებას (ძირითადად სოფლის მოსახლეობა), გაიგებენ რა თავისი შვილის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, აღშფოთებულები მზად არიან წავიდნენ უკიდურეს ზომებამდე. ასეთ მომსახურებას კი სთავაზობენ კლინიკები, რომლებიც ფორმალურად სპეციალიზდებიან ალკოჰოლიკების და ნარკომანების მკურნალობაზე. გაესაუბრა რა იმ გოგონებს, რომლებსაც მოუხდათ კონვერსიული თერაპიის გადატანა, ფოტოგრაფმა გაარკვია, რა მეთოდებს იყენებენ „ექიმები“. მადლობა ღმერთს ელექტროშოკი არ გამოიყენება, მაგრამ არანაკლებ საშინელია სხვა მეთოდებიც. ცემა, წამება (მათ შორის შიმშილით), „მაკორექტირებელი“ გაუპატიურებები... ერთხელ პაოლამ პოტენციური კლიენტის ნათესავის სახით შეძლო ერთ-ერთ ისეთ კლინიკაში მოხვედრა, სადაც ლესბოსელების აღზრდა-გამოსწორება ხდებოდა. „მე გამაოცა იმან, რომ ყველა გოგონა, ვინც კი იქ ვნახე, მაკიაჟით იყო. არმოჩნდა, რომ ისინი ვალდებული არიან მაკიაჟი ატარონ დილიდანვე. თითქოსდა ეს აყალიბებს ჭეშმარიტ ქალურ თვითშეგნებას. გარდა ამისა, ისინი იძულებული არიან დღეში რამდენიმე აბზაცი ისწავლონ ბიბლიიდან“. პაოლა შემთხვევით არ დაინტერესებულა ამ საკითხით. საქმე იმაშია, რომ თვითონ მასაც ქალები მოსწონს. მისმა ოჯახმა ეს ამბავი შედარებით მშვიდად აღიქვა, მაგრამ როდესაც ფოტოგრაფი კლინიკის დერეფნებში დადიოდა, მის თავში გაიელვა შემზარავმა აზრმა: „პრინციპში, შესაძლო იყო მეც ვყოფილიყავი მათ ადგილზე“. ფოტოპროექტი Until You Change დამთავრებულია, მაგრამ ეკვადორელი ქალბატონი აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას ყველა ამ საზიზღრობაზე. მაგრამ, რაც უფრო უღმავდება თემას, მით უფრო იწურება მისი თავდაპირველი იმედი იმის თაობაზე, რომ კონვერსიულ თერაპიას ბოლო მოეღება. იხიეთ ასევე: 1. 5 ისტორიული მაგალითი, როცა ჰომოსექსუალობა ნორმად ითვლებოდა 2. აფრიკელი მეძავების ცხოვრების საშინელი სურათები 3. იმ ქალებისთვის, ვინც ცოლიან მამაკაცებთან წვებიან, ცალკე ადგილია განკუთვნილი ჯოჯოხეთში! 4. ექსგიბიციონისტის აღსარება. აი რატომ აჩვენებენ ისინი სახალხოდ თავიანთ „სიამაყეს“! (+12) 5. ისტორიები მამაკაცებზე, რომლებიც იყვნენ ქალები 980 10-ს მოსწონს
|