მუსიკა გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი დიჯეი რობერტ მაილზი 2017, 11 მაისი, 9:52 ![]() ესპანეთში, იბიცას კუნძულზე გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი დიჯეი და კომპოზიტორი რობერტ მაილზი.მუსიკოსი 47 წლის იყო. მუსიკოსმა განსაკუთრებით სახელი გაითქვა 90-იანი წლების შუა ხანებში სინგლებით "Fable“ და "Children", ამ უკანასკნელმა მსოფლიოს 12 ქვეყანაში დაიკავა №1 ადგილი, ხოლო ალბომმა "Dreamland", რომელიც 1996 წელს გამოვიდა მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში ოქროს და პლატინის სტატუსი შეიძინა, მთლიანად გაიყიდა 5 მლნ. ასლი. ![]() რობერტ მაილზი ითვლება მუსიკალური ჟანრის, - დრიმ-ჰაუზის ფუძემდებლად. 73 5-ს მოსწონს 1-ს არა
|