საზოგადოება ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები) 2017, 11 მაისი, 8:44
ქერემ ჯემ დურუქი, რომელიც ქერემჯემის სახელითაა ცნობილი, დაიბადა მილასში (უძველესი ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, მუღლის პროვინციაში), 1977 წლის 28 დეკემბერს. მან უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, 2003 წელს დაამთავრა.
ქერემჯემი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მსახიობის ამპულაში გაიცნო, პოპულარული მომღერალიცაა. მან სიმღერების წერა სკოლის პერიოდიდან დაიწყო. ქერემჯემის პირველი კომპოზიცია "Elimde Degil", 1996 წელს შედგა, ხოლო 2004 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი "Eylul". მომღერალს მრავალი კონცერტი აქვს გამართული, როგორც თურქეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
ქერემჯემმა დიდ წარმატებას მიაღწია სამსახიობო კარიერაშიც. მან წამყვანი როლები ითამაშა რამდენიმე სერიალში, რომელთა შორისაა: "Ask Oyun" (2005), "Iki Yabancı" (2007), "ელიფი" (2008) და "მოპარული ცხოვრება"(2014).
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ქერემჯემი ამჟამად ქორწინებაში არ იმყოფება. 2005-2012 წლებში, მას სასიყვარულო კავშირი ჰქონდა მსახიობ ბელით ოზუქანთან, ხოლო 2012-2015 წლებში დაქორწინებული იყო მსახიობ სედა გუვენზე. ამჟამად, ქერემჯემი სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფება ეზგი ასაროღლუსთან, რომელიც პარტნიორობას უწევს სერიალში "მოპარული ცხოვრება". ქერემჯემი და ბელით ოზუქანი ქერემჯემი და მისი მეუღლე, მსახიობი - სედა გუვენი ქერემჯემი და ეზგი ასაროღლუ ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები) ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ელიფი", რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება ხულიას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) 5884 6-ს მოსწონს
|