x
image
ფიქრია ჯიქია
მეცნიერებმა დაასახელეს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი სამი პროდუქტი

image

ამერიკელმა ექსპერტებმა დიეტოლოგიის სფეროში ჩაატარეს კვლევები და დაასახელეს სამი პროდუქტი, რომელთა მიღება აუცილებელია ყოველდღე. სპეციალისტების აზრით ვაშლი, სტაფილო და კაკალი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, შველის ჯანმრთელობის და კარგი განწყობის შენარჩუნებას.

ეს პროდუქტები უნდა მიიღოთ ყოველდღე, რათა შეამციროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების რისკი.

image

ვაშლი

სარგებლობა, რომელიც მოაქვს ვაშლის მიღებას, დიდი ხანია ცნობილია - ის შეიცავს რკინას, პექტინების მაღალ შემადგენლობას, ნახშირწყლებს, ცელულოზას, სახამებელს. ის წარმოადგენს არამარტო შესანიშნავ ანტიოქსიდანტს, ასევე შეიცავს ორგანული მჟავას პრაქტიკულად ყველა ვიტამინის დიდ რაოდენობას და ბევრ მინერალურ ნივთიერებას, რომლებიც გავლენას ახდენს სისხლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე და რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ფუნქციონირების პროცესში.
ვაშლის გამოყენება ხელს უწყობს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, არტერიული წნევის შემცირებას, ორგანიზმიდან შარდმჟავას, შარდის და ნაღველის გამოყოფას, ნაწლავების ფუნქციის ნორმალიზებას.

image

სტაფილო

ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს სტაფილო, მნიშვნელოვნად ანელებს შაქრის შეწოვას, რაც იწვევს გლუკოზის თანდათანობით შერევას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. სტაფილო სასარგებლო გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, სისტემური პროცესის ნორმალიზებით, საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამ ბოსტნეულის შემადგენლობაშია აუცილებელი საკვები ნითიერებები. სტაფილო წარმოადგენს A ვიტამინის მდიდარ წყაროს, რომელიც პრაქტიკულად მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელია. გარდა ამისა სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას.

image

კაკალი

კაკალს შეუძლია გააუმჯობესოს თავის ტვინის მუშაობა. კაკალი შეიცავს ბევრ ვიტამინს და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვებზე და თავის ტვინის სისხლძარღვთა სისტემაზე. კაკალის ყოველდღიური მიღება ასტაბილურებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს.





0
892
4-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
892
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0