x
image
პოკაჰონტასი
ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ეზგი ასაროღლუ

დაბადების თარიღი: 18 ივნისი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: იზმირი, თურქეთი

ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 165 სმ


წონა: 44 კგ


თურქი მსახიობი, ეზგი ასაროღლუ, თურქეთის ქალაქ იზმირში, 1987 წლის 18 ივნისს დაიბადა. მან განათლება სტამბულის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა.


ფილმების ჩამონათვალი, რომლებშიც ეზგი ასაროღლუ მონაწილეობს, საკმაოდ დიდია.

მისი პირველი სატელევიზიო დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა სერიალში "ერთი ნაჭერი სიყვარული" ("Bir Dilim Aşk").

2008 წელს, თურქმა მსახიობმა, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმით "ერთი წუთით თავისუფლება" ("For a Moment Freedom"), რომელიც საფრანგეთისა და თურქეთის საერთო ნამუშევარი იყო. ფილმმა 30-ზე მეტი ჯილდო მიიღო.

ეზგიმ დიდი სამსახიობო გამოცდილება შეიძინა, აგრეთვე, გახმაურებულ სერიალში "1001 ღამე".

თურქმა ლამაზმანმა, პირველი მთავარი როლი 2009 წელს ითამაშა ფილმში "შიშველი ფეხები კამპუსში" ("Kampüste Çıplak Ayaklar").

ბოლო დროს, ეზგი ასაროღლუ, განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალით "მოპარული ცხოვრება" ("O Hayat Benim"), სადაც იგი მთავარი გმირის, ბაჰარის როლზე დაამტკიცეს.


რაც შეეხება, ეზგი ესაროღლუს პირად ცხოვრებას, დაოჯახებული არ გახლავთ. იგი გარკვეული პერიოდის მანძილზე, სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა თურქ მსახიობ უსჰან ჩაქირთან. 2014 წელს, ეზგიმ ახალი რომანი გააჩაღა მსახიობ ქერემსემთან, რომელიც მისი მეწყვილეა სერიალში "მოპარული ცხოვრება" და ბაჰარის საქმროს - ათეშის როლს ასრულებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება"

image






ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image





ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ელიფი", რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო (+ფოტოები)

image







1
14082
6-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
14082
  
2017, 4 მაისი, 0:06
ნამეტნავად უშნო ვინმე კია ეს თქვენი ბაჰარი
0 1 1