x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალები რომლებსაც სახეში მჟავა შეასხეს
1)კეტი პაიპერი-2008 წელს ბრიტანელ მოდელს მისმა შეყვარებულმა, 35 წლის დენი ლინჩმა სახეში გოგირდმჟამა შეასხა.გოგონას დაუზიანდა მთელი სახე, თვალები, ენა, მკერდი და კიდურები.კეტიმ სამი წლის განამავლობაში 80 ოპერაცია გადაიტანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ნორმალურად სმა-ჭამა.


პლასტიკური ქირურგებიც კარგად გაისარჯნენ და პაიპერს სინთეტიკური კანი გადაუნერგეს.


დღესდღეობით კეტი კარგად გამოიყურება, მისი ყოფილი კი ბრიტანეთის ციხეში სამუდამოდ არის გამომწყვდეული.


image



image


2)ჯესიკა ნოტარო-მოდელს და "მის იტალია 2007"-ს მჟავა ყოფილმა შეყვარებულმა შეასხა მას შემდეგ, როდესაც გოგონამ მასთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა. შედეგად ჯესიკამ სახეზე ძლიერი ქიმიური დამწვრობები მიიღო, ამჟამად მკურნალობისთვის ყოფილი მის იტალია ყოველთვიურად 800 ევროს პრეპარატებს ყიდულობს, ოპერაცია მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიძლება, როდესაც გოგონას ორგანიზმი მოძლიერდება.(იხილე დაწვრილებით)


image


image



3)2012 წელს ავსტრალიელი დანა ვულინი თავის ეჭვიანი ახლობელი ქალის მსხვერპლი შეიქმნა, -"ქმარს მართმევსო" და დანას ეთილი სპირტი შეასხა სახეში.შედეგად ვულინმა მესამე ხარსიხის დამწვრობა მიიღო, დიდი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, ხოლო ორი წლის შემდეგ მრავლობითი ოპერაციები გადაიტანა და სპეციალური ნიღაბით დადიოდა.


image


image


image


4)ელეონორა კონდრატიუკი-კონკურსში გამარჯვებული "მის სოჭი" და "მის მომხიბვლელობა" უკუგდებული თაყვანისმცემელის მსხვერპლი შეიქმნა 1999 წელს.

გოგონა სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მამაკაცი უკნიდან მიეპარა და გოგირდმჟავა გადაასხა.კონდრატიუკი უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა ძლივს გამოგლიჯეს სიკვდილს.გოგონამ 300 ოპერაცია გაიკეთა თუმცა რეალური შედეგი არ დადგა.ამჟამად ელეონორა ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და გაურბის საზოგადოებასთან ურთიერთობას.

image



5)ლაქსმი საა-ინდოელ გოგონას მას შემდეგ გადაასხეს მჟავა, როდესაც ხელისმთხოვნელი უარით გაისტუმრა, იმ დროისთვის გოგონა სულ 15 წლის იყო.მიუხედავად იმის, რომ გოგონა სამუდამოდ დამახინჯდა, მან ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და სამოდელო ბიზმნესშიდაც კი გაიკეთა კარიერა, ამჟამად ლაქსმი ინდური ტანსაცმლის მარკის Viva N Diva-ს სარეკლამო სახეა.

image

image



6) რეშმა კურეშა-ინდოელი გოგონა საკუთარი ძმის მსხვერპლი შეიქმნა 18 წლის ასაკში.გოგონამ ძლიერი დამწვრობები მიიღო და ცალი თვალიც დაკარგა.

ამჟამად კურეშას საკუთარი მიკრო-ბლოგი აქვს გახსნილი, სადაც აქვეყნებს ვიდეოებს და ამტკიცებს, რომ ინვალიდებს ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ.


შარშან კურეშა ნიუ-იორკში გამართულ მოდის კვირეულში მონაწილეობდა, სადაც ინდოელი დიზაინერის Archana Kochhar-ის კოლექცია წარადგინა.

image



image



image



7)შირინ მოჰამადი-ამ ქალების ისტორია ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს.18 წლის იყო შირინი, როდესაც თაყვანიმცემელმა, რომელიც გოგონამ უკაგდო მჟავა შეასხა.შედეგად მოჰამადმა დაკარგა მარჯვენა თვალი და ყური, აგრეთვე მიიღო დამწვრობა თითქმის მთელ სხეულზე.შირინმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.


image


იხილეთ აგრეთვე მსგავს თემაზე:სასჯელი "სიყვარულისთვის" ანუ ქალები, რომლებიც "ოჯახის ღირსების დაცვას" შეეწირნენ(+16)

0
393
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0