x
image
melody_inside
ქალები უფრო ხშირად ღალატობენ მამაკაცებს, ვიდრე მამაკაცები ქალებს
საერთო გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ, ვიდრე ქალები, საშიშროების წინაშე აღმოჩნდა! ladyportal.info წერს, რომ ბრიტანელი სოციოლოგები ამტკიცებენ – ქალები გაცილებით ხშირად ღალატობენ მამაკაცებს, ვიდრე მამაკაცები ქალებს.


image

UK Adultery Survey 2012 -ის გამოკითხვაში მეცნიერებმა ღალატის 4 000 შემთხვევა შეისწავლეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად იოლად მიდიან ღალატზე მამაკაცები და ქალები, და რომელი უფო ხშირად ღალატობდა.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალებს საშუალოდ - 2, 8 ფარული კავშირი აქვს მაშინ, როდესაც მამაკაცები 1, 8 ინტრიგას ხლართავენ გვერდზე.

სოციოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალებს ხშირად თავგადასავალი იზიდავთ და ჩაერთვებიან რა თამაშში, უძნელდებათ უკან დახევა მიზნის ბოლომდე მიღწევამდე.

თუ მამაკაცი ასეთ კავშირს ხანმოკლედ და წამიერად აღიქვამს, ქალი მას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს...

image

მამაკაცები სექსუალურ სიამოვნებებს დასდევენ, ცდილობენ გაამრავალფეროვნონ თავისი ინტიმური ცხოვრება, ქალები კი არა მხოლოდ სიამოვნებას ეძებენ საწოლში, არამედ რომანტიკულ კავშირსაც. ამითვე აიხსნება ის ფაქტიც, რომ ქალებს ხშირად უყვარდებათ თავისი საყვარლები, ხოლო მამაკაცები, პირიქით, იშვიათად განიცდიან ემოციურ მიზიდულობას თავისი საყვარლების მიმართ.


მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გამოკითხვის მიხედვით, ღალატს ქალები იწყებენ საშუალოდ 37 წლიდან, ხოლო მამაკაცები - 42 წლიდან.


სოციოლოგები თვლიან, რომ როდესაც ქალს ღალატის სურვილი უჩნდება, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთანავე, ამ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ამის გაკეთების ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მამაკაცებს.


image


იხილეთ ასევე:


1. მეუღლეების ასაკთა შორის სხვაობა? გაიგე, რას ამბობს ასტროლოგია!


2. სექსის შემდეგ რატომ ნაღვლიანდებიან ადამიანები? მეცნიერები პასუხს ეძებენ ამ კითხვაზე


3. როგორ შეძლო ქმარმა ცოლთან თავის გამართლება, როდესაც სხვასთან შეისწრო საწოლში


4. აღმოჩნდა, რომ ქორწინება 7 ეტაპისგან შედგება. თუ თანამედროვე ადამიანს ეცოდინება ამ შვიდი ეტაპის შესახებ _ განქორწინების 80 % აღარ იარსებებს!


5. იმ ქალებისთვის, ვინც ცოლიან მამაკაცებთან წვებიან, ცალკე ადგილია განკუთვნილი ჯოჯოხეთში!

1
801
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
801
  
2017, 1 მაისი, 15:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1