ქალი და მამაკაცი რატომ არის საშიში ის მამაკაცი, ვისაც უთქვენოდ ცხოვრება არ შეუძლია 2018, 3 იანვარი, 9:59 სად ვეძებოთ ქმარი, რატომ არ უნდა შევიცვალოთ მის გამო და რით არის საშიში მამაკაცი, რომელსაც უთქვენოდ ცხოვრება არ შეუძლია. ეს საიდუმლო ახსნა ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა, მიხეილ ლიტვაკმა.
ქორწინებათა სტატისტიკა ბოლო დროს გამოიყურება როგორც სოციალური კატასტროფა: განქორწინებათა რაოდენობა პრაქტიკულად გაუტოლდა ქორწინებათა რაოდენობას. ფსიქოლოგთა მტკიცებით ეს ხდება ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანები ქორწინდებიან სხვადასხვა აბსურდული მიზეზების გამო, გარდა ჭეშმარიტისა – ოჯახის შექმნისთვის. ცნობილი ფსიქოთერაპევტი და მრავალი წიგნის ავტორი მოგვითხრობს, თუ ვინ შეძლებს ბედნიერი ოჯახის შექმნას და ვინ მოახერხებს განქორწინებათა სტატისტიკის შევსებას. მან თქვა: ბედნიერი ოჯახები –არის. ოღონდ ძალიან ცოტა. მე თავად ვიკვლევდი ოჯახებს. 11 ათასი ოჯახიდან მხოლოდ 3 მოიძებნა ბედნიერი. მთავარი რა არის –მხოლოდ ბედნიერი ოჯახია ნორმალური. დამარჩენი- პათოლოგიაა, ორი უბედური ადამიანის თანაცხოვრება. რის გამოა ამდენი განქორწინება? ადამიანები მეუღლის არჩევაში ცდებიან? ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანები ცუდად აღზრდილები არიან. მათ არ ასწავლეს ფიქრი, არ ასწავლეს ქმრის ან ცოლის არჩევა. ჩავატარეთ გამოკითხვა – ყველაზე მეტად სიყარულის რომელი ახსნა მოგეწონათ. შეთავაზებული იყო ასეთი ვარიანტები: " უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია", " არასოდეს გაწყენინებ", " მოდი ერთად გავწიოთ ცხოვრების ჭაპანი". და აი, ქალების 75 % -მა ამოირჩია სიყვარულის ასეთი ახსნა _ „ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“ . ნუთუ არ ისმინება, რომ ასეთი სიტყვები დამახასიათებელია ან ბავშვი- მამაკაცისთვის ან ალკოჰოლოკისთვის? აი, სიყვარულის ჭეშმარიტი ახსნა კი „მოდი, ერთად გავწიოთ ცხოვრების ჭაპანი“, არავის არ მოეწონა. მაინც რა არის _ სიყვარული?
ეს არის სიყვარულის ობიექტის ცხოვრებით და განვითარებით აქტიური დაინტერესება. ბევრი ამბობს: არავინაა რომ შვიყვარო. შეგიძლიათ კი შეყვარება? არსებითად ჩვენთან ხომ ქორწინება სატყუარაა: „ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“. და რა ემართება სიყვარულს დროთა განმავლობაში, სად მიდის? დროთა განმავლობაში სიყვარული ძლიერდება და ძლიერდება...და დასაწყისშივე თუ არ არსებობდა, უარესდება და უარესდება. რით განსხვავდება ქორწინების აღქმა მამაკაცებში და ქალებში?
მამაკაცი და ქალი ქორწინებას ერთნაირად ხედავს. მაგრამ, სად ხედავთ ქალს და სად ხედავთ მამაკაცს? ჩვენთან არიან კაბიანები და შარვლიანები. ასე რომ, დასაწყისში უნდა გახდე ან მამაკაცი, ან ქალი, და შემდეგ შექმნა ოჯახი. ოჯახის შექმნის უფლება აქვს მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელ, სულიერად განვითარებულ და მატერიალურად შემდგარ ადამიანს. ნუ დაიჭერთ საქმეს ღატაკ არაპროფესიონალთან. თუ ურთიერთობა სექსით დაიწყო, რა სახის მომავალი ელით მათ? სექსი მოგვიანებით უნდა მოხდეს. დასაწყისში კი საერთო მსოფლმხედველობა უნდა შედგეს. სიყვარულია _ არა ერთმანეთის ყურება, არამედ ერთი მიმართულებით ყურება. კანადელმა მკვლევარებმა ის ოთხი ფაქტორი გამოყვეს, რომლებიც მყარს ხდიან ოჯახს. პირველი - საერთო მსოფლმხედველობა. მეორე _საერთო გასტრონომიური გემოვნება. და მხოლოდ მესამე ადგილზეა სექსი. მეოთხეზეა _ ერთმანეთისთვის ხელის შეხების და მოფერების სურვილი. და როდესაც ოჯახი სექსიდან იწყება _ კარგი ამაში არაფერია. მამაკაცები ხშირად ამტკიცებენ, რომ ღალატი აუცილებელია... ღალატი წარმოიქმნება იმის გამო, რომ ადამიანები ცდებიან თანამგზავრის არჩევაში. თუ შეცდი და დაქორწინდი ასეთზე, რა თქმა უნდა იწყებ ვინმე სხვის მოწონებას. როგორ ქალებს არ ღალატობენ? ფიზიკურად ჯანმრთელს, სულიერად განვითარებულს და მატერიალურად დამოუკიდებელს. ჩვენს ქალებს სამი სექსუალური დარღვევა აქვს: პედოფილია, ზოოფილია, მაზოხიზმი. პირველ რიგში მათთვის მამაკაცი არის არა მეუღლე, არამედ აღსაზრდელი. მეორე, ცხოვრობენ ალკოჰოლიკებთან. და რა არის ალკოჰოლიკი? ეს არის ცხოველი. და მესამეც _ მაზოხიზმი: უყვართ, როდესაც მათ ჩაგრავენ. თუ ქალი ფიზიკურად ჯანმრთელია, მატერიალურად დამოუკიდებელიც, მაგრამ ახალგაზრდა აღარა? ნაკლებად პერსპექტიულია? მას მეტი პერსპექტივა აქვს! ეს უკვე შემდგარი ქალია. მას არ ჭირდება გარნირი, მას ჭირდება ბიფშტექსი. 45 – 50 წლის ქალი კი ბევრად ჯობია სექსში ახალგაზრდებს. პაემანის საწყის ეტაპზე როგორ განვსაზღვროთ „შენია“ ეს ადამიანი თუ არა? ურთიერთობის, ჟესტების, ჩაცმის მანერის მიხედვით. სოკრატე ამბობდა: „ მითხარი რამე, მსურს დაგინახო“. რამოდენიმე წინადადების შემდეგ უკვე შესაძლებელია განისაზღვროს ვინ არის თქვენს წინ და ემთხვევა თუ არა თქვენი შეხედულებები ერთმანეთს. უნდა ემთხვეოდეს თუ არა ერთმანეთს პარტნიორების სექსუალური კონსტიტუციაც? რა თქმა უნდა. თუ მამაკაცს სექსი უნდა სამჯერ დღეში 50 წუთით, და ქალს 3 წუთი ერთხელ თვეში _ მათ არაფერი არ გამოუვათ. თუ კი რამე არ ემთხვევა, შეუძლია თუ არა ქალს მოერგოს მამაკაცს ან მისი გარდაქმნა სცადოს? არა. უნდა აიღო მზა პროდუქცია და არა ნახევარფაბრიკატი. ოჯახი მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. ხელახლა აღზრდა შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანისა _ საკუთარი თავის. შეგეშალა? _ მაშინ უნდა დაშორდე და ეძებო სხვა. სად არის უკეთესი რომ ეძიო? მხოლოდ სამსახურში. როდესაც ადამიანს მუშაობისას აკვირდები - ხედავ როგორია. საღამოებზე და ღამის კლუბებში _ მატყუარების თავშეყრაა. შეიცვალა თუ არა ქალების მოთხოვნილებები ამ ბოლო პერიოდში? არაფერი არ შეცვლილა უკანასკნელი ასი ათასი წლის განმავლობაში. რა ხდება, დღეს გოგონებს სურთ მხოლოდ სტატუსის მქონე მამაკაცებზე გათხოვება?! და სწორიც არის. ეს ნიშნავს, მომწიფდნენ. მაგრამ საჭიროა თვითონაც ჰქონდეთ სტატუსი. ჩვენთან ხომ სამწუხაროდ ქალების უმრავლესობას ფარული მეძავის ფსიქოლოგია აქვთ: მოძებნოს მდიდარი ქმარი, რომ მან გამოკვებოს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: ეს პროსტიტუციაა. თუმცა, მამაკაცებიც ბევრია ახლანდელ დროში ისეთები, რომლებსაც ფარული ალფონსები შეიძლება ვუწოდოთ და რომლებიც ეძებენ მდიდარ ქალებს, თვითონ კი არ სურთ განვითარდნენ. მაგრამ არსებობს ასეთი თეორია, რომ ქალი უნდა იყოს მამაკაცის შთაგონების წყარო, შეუქმნას კომფორტული პირობები და ამავე დროს იყოს მის ჩრდილქვეშ... თქვენ ურევთ ნამდვილ მამაკაცს შარვლის მტარებელში. მამაკაცს არ ჭირდება რომ შთააგონონ. ის თვითონ არის შთაგონებული თავისი მუშაობით და მისი შედეგებით. არ უნდა იცხოვრო ქალისთვის ან მამაკაცისთვის. შვილებისთვის? მითუმეტეს არ შეიძლება ..... ბავშვები _ ეს რაღაც ეფემერულია. ბავშვები, ცუდებიც და კარგებიც, 18– 20 წლის ასაკში მიდიან შენგან. მამაკაცი და ქალი უფო ახლოს არიან ერთმანეთთან, ბავშვები კი – ეს რაღაც დროებითია. ჩვენი სიყვარულის გვერდითი პროდუქტი. განქორწინების შემთხვევაში ქალები რჩებიან ამ „სიყვარულის პროდუქტით“, მამაკაცები კი ამტკიცებენ, რომ არ სურთ ბავშვიანი ქალის ცოლად მოყვანა... მამაკაცისთვის ( და არა შარვლიანისთვის) ბავშვი პირველი ქორწინებიდან პრობლემა არ არის. რატომ? იმიტომ, რომ ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმ ბავშვისთვის, რათა მის საყვარელი ქალი გვერდით ყავდეს. მაგრამ მაშინ. როდესაც თვითონ ქალი თვლის, რომ ბავშვი – ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი ქორწინებაში. არსებობს მოსაზრება, რომ ქორწინების ინსტიტუტი კვდება, რომ მომავალი, თანაცხოვრების ალტერნატიული სახეობებისაა. როგორი დამოკიდებულება გაქვთ სტუმარ– მასპინძლობის ფორმასთან? ეს არც ისე ცუდია. ისეც ხდება, რომ ადამიანები სამოქალაქო ქორწინებაში ნორმალურად ცხოვრობენ. და როგორც კი დარეგისტრირდებიან _ ცუდად ცხოვრობენ.. რა მიზეზია ასეთი გარდაქმნის?
ის, რომ ადამიანს თავისუფლება უნდა. ფორმალური ქორწინება მას ბოჭავს. ბეჭედი პასპორტში ჭკვიანი ადამანისთვის არაფერს არ ცვლის, სულელი ადამიანისთვის კი, ცვლის. შენიშვნა: მიხეილ ეფიმოვის ძე ლივაკი (დაიბადა 1938 წელს როსტოვში) _40 წლიანი სტაჟის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, პრაქტიკული და პოპულარული ფსიქოლოგიის წიგნების ავტორი: „ფსიქოლოგიური აიკიდო“, „სპერმატოზოიდების პრინციპი“, „თუ გსურს იყო ბედნიერი“, „როგორ გავიგოთ და შევცვალოთ ჩვენი ბედი“. იხილეთ ასევე: 1. ის მდიდარ ქმარს ეძებდა ინტერნეტ-ქსელში. აი, რა უპასუხა მას ბანკირმა 2. როგორ უნდა სცემო სწორად ცოლს"- (ინსტრუქცია მუსულმან ქმარს, შარიათის მიხედვით) 3. "მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი". 1115 11-ს მოსწონს
|