სასარგებლო პროდუქტები «ხილის დედოფალი» 2017, 2 მაისი, 12:11 ყველაზე გემრიელ ხილად მსოფლიოში და სრულიად სამართლიანად, მანგოსტანი (იგივე გარცინია, ლათ. Garcinia mangostana) ითვლება. ამ ხილს მარადმწვანე ხე ისხავს ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სამხ-აღმ. აზიაში და აფრიკაში. ნაყოფი საშუალო ზომის მანდარინის ხელაა, აქვს იისფერი ქერქი და კრემის დესერტის გემო.
გარდა იმისა, რომ მანგოსტანი საოცრად გემრიელია, სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ათასწლეულების მანძილზე მას მხოლოდ საკვებად კი არა, სხვადასხა დაავადებების სამკურნალოდაც იყენებდნენ. სამწუხაროდ, ყველაზე გემრიელი ხილის დაგემოვნება მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში ( ტაილანდი, მიანმარი, ვიეტნამი, კამბოჯა, მალაიზია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ფილიპინები, ანტილის კუნძულები, კოლუმბია, ზანზიბარი, ლიბერია, განა, გაბონი, ბრაზილია, ვენესუელა, ჰონდურასი – ქვეყნები, სადაც ხილი კულტივირებული და ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი) შეიძლება, რადგან მისი შენახვის ვადა მხოლოდ 20-25 დღე არის. აზრი არა აქვს გაყინვას და ტრანსპორტირებას, რადგან ამ შემთხვევაში, გემოს საერთოდ კარგავს. ამიტომ, მას მხოლოდ ახალმოკრეფილს მიირთმევენ. თუმცა, არის კონსერვირების შესაძლებლობა და მისგან წარმოუდგენლად გემრიელი წვენი მიიღება. როგორც უკვე აღნიშნული იყო, მანგოსტანის ხეები მხოლოდ ტროპიკულ რეგიონებში იზრდება. მას რეგულარული მორწყვა ესაჭიროება, ვერ იტანს ქარს და ჰაერის ტემპერატურის დაწევას. «ხილის დედოფლის» ყველაზე საინტერესო თავისებურება კი ის არის, რომ უსქესოა. მცენარეს თვითგანაყოფიერება შეუძლია, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ბუნებაში და მას აპომიქსისი (უსქესო გამრავლება ცხოველებში და მცენარეებში) ეწოდება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: მომაკვდინებელი შხამების (მათ შორის, ციანიდს) შემცველი საკვები პროდუქტები საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება 375 11-ს მოსწონს
|