დაფნის ფოთოლი ალერგიის წინააღმდეგ
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. დღესაც აგრძელებენ მის მოხმარებას სამკურნალო მიზნებისთვის.
დაფნის ფოთლის ნახარში ალერგიისთვის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ძვირადღირებულ თანამედროვე მედიკამეტებს. ის შეიძლება გამოყენებული იქნეს მცირეწლოვანი ბავშვების სამკურნალოდ. დაფნის ფოთლის ნახარშით გარეგნულად ამუშავებენ ალერგიულ გამონაყარს. ზრდასრულებისთვის რეკომენდირებულია მისი დალევა. მსგავსი მეთოდით შესაძლებელია ქავილისა და ტიპიური სიწითლის განკურნება. თუ ალერგიული გამონაყარი სხეულის დიდ ნაწილზეა, ამ შემთხვევაში დაფნის აბაზანებს იღებენ.
დაფნის ფოთლის ნაყენი ეფექტური საშუალებაა ალერგიის სამკურნალოდ. ამასთან, გამონაყარის გასაქრობად კანზე ისმევენ დაფნის ფოთლის ზეთს. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც აფთიაქში, ასევე სახლში მომზადებაც.
კვერცხის ნაჭუჭი ალერგიის წინააღმდეგ
არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი შესაძლებელია მივიღოთ კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებით. ამისთვის უმჯობესია გამოიყენოთ თეთრი ფერის ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ კვერცხი, ამოიღეთ შიგთავსი, შემდეგ კი გააშრეთ. ბოლოს, ფხვნილის მისაღებად ყავის საფქვავში დაფქვით.
მიღების წესი: ორგანიზმმა უკეთესად რომ მიიღოს, მას უმატებენ ლიმონის წვენს (4-6 წვეთი საკმარისია), რისი წყალობითაც კალციუმის შეთვისება იზრდება. ზრდასრულებს შეუძლიათ მიიღონ დღეში 1 ჩ.კ. და წყალი დააყოლონ ან 0.5 ჩ.კ. დღეში 2-ჯერ, ან 0.3 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია ბავშვების მკურნალობა, ამასთან, უმნიშვნელოვანესია დოზების დაცვა:
– ბავშვები 6 თვიდან ერთ წლამდე – ერთი მწიკვი, დანის წვერზე თავსდება.
– ბავშვები ერთიდან ორ წლამდე – ორჯერ მეტი.
– 7 წლის ბავშვს აძლევენ ნახევარ ჩ.კ.
– 14 წლის ზემოთ – 1 ჩ.კ. დღეში (მეტი არ შეიძლება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 თვეა, უმჯობესია 3-6 თვის მანძილზე. შედეგი: კვერცხის ნაჭუჭი კურნავს ძალიან ბევრ ალერგიულ რეაქციას, განსაკუთრებით კი კანის. შესამჩნევი შედეგი განსაკუთრებით გამოვლენილია პატარა ბავშვებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები – ბევრი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება
დაფნის ფოთლის ზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები
სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის
ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!