x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ექიმები კურიოზებს გვიყვებიან (თურმე რამდენ სისულელეს ვაკეთებთ)

image
ადამიანის მიერ ჩადენილი სისულელეები ხშირად გაგაოგნებთ, განსაკუთრებით კი თუ ეს საკუთარ ჯანმრთელობას ეხება. ექიმები გვიზიარებენ კურიოზებს, რომლებიც თავს გადახდენიათ მათ პაციენტებს. ამ ისტორიების უმეტესობა, კომიკურია, თუმცა მათში გამოერია სევდიანიც. იქნებ მათ დაგვაფიქროს, როგორ უნდა ვიცხოვროთ.

"ქალმა ექვსი თვის ბავშვი მომიყვანა გასასინჯად. ბავშვს ხელზე რაღაც ყავისფერი ლაქა ჰქონდა კაკაოს მსგავსი. დავუწყე დედას ახსნა, თუ რამდენად საზიანოა ამ ასაკში კაკაოს მიღება. მან კი მიპასუხა: -ნუ ჯავრობთ ექიმო, ეს ყავაა".

"აფთიაქში ვმუშაობდი. შემოდის გოგონა და ყიდულობს ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალს. ერთი თვის მერე ისევ მოდის და იმავეს ითხოვს. ძველი ნაყიდი კი მაჯაზე მოურგია სამაჯურის ნაცვლად".

"მოვიდა ძალიან გაღიზიანებული პაციენტი და ჩააბარა ანალიზი ვენერიულ ინფექციებზე. თან ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა. გამორიცხავდა იმას, რომ სხვა ქალისგან დაავადებულიყო, რადგან ამბობდა, რომ, მის ქმარს რომც ეღალატა სხვასთან, თურმე ერთსა და იმავე პრეზერვატივს ხმარობდა და მას ყოველი ხმრების მერე ფაქიზად წმენდდნენ".

"ერთი პაციენტისთვის ფეხის ამპუტაცია უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ვწუხდით, ის კი არავითარ შეშფოთებას არ ამჟღავნებდა. როცა შეეკითხნენ, თუ რატომ არ ჯავრობდა ამის თაობაზე, უპასუხა: რატომ ვინერვიულო, მალე ხომ ახალი ფეხი გამეზრდება".

"ორდინატურაში გაისმა სიგნალი, რომ პაციენტი გონს მოვიდა. გავიქეცი პალატაში და რას ვხედავ, პაციენტის ნათესავს მოუხსნია ავადმყოფისთვის ელექტროდები, მიუკრავს თავის ზურგზე და მეუბნება: ზურგზე რაღაც ნერვმა შემაწუხა, და გადავწყვიტე ცოტა ხნით მე გამეკეთებინა, ხომ არაფერი უჭირს?"

"ერთი დედა ამტკიცებდა, რომ მის შვილს სიცხე 120 გრადუსი ჰქონდა. თურმე ასე ზომავდა: ერთ ხელს ყოფდა ჩართულ გაზქურაში ("დუხოვკაში" ), მეორე ხელს კი ბავშვს ადებდა შუბლზე".

"ერთი 16 წლის გოგონა ამტკიცებდა, რომ ორსულად იყო. მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა, რომ არ იცოდა სად იყო საშო. ის ხელს ჭიპზე იდებდა".

"მე ფარმაცევტი ვარ. შემოვიდა გოგონა და გვსაყვედურობდა, რომ ჩვენს მიერ მიყიდული წამალი არ მოქმედებდა მასზე. გოგონას კატის ბეწვზე ჰქონდა ალერგია. როგორც აღმოჩნდა, იმის ნაცვლად, რომ თვითონ შეესუნთქა სპრეი, ის კატას ასხამდა ზემოდან".

საშინელი ძველებური წეს-ჩვულება


შეგიძლიათ თუ არა სწორად კოცნა?


როდის და რატომ ჩნდებიან გარდაცვლილი ადამიანები ფოტოსურათებზე

როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა

0
1152
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0