სხვა რომელი ალკოჰოლი უფრო მავნებელია 2017, 27 აპრილი, 13:52 ყველაზე მავნებელი და ყველაზე სასარგებლო ალკოჰოლის რეიტინგი.
რომი
თხუთმეტი ადამიანი და ბოთლი რომი - პრაქტიკულად კამპანიაა, შეკრებილი უბრალოდ ჯანმრთელობის სამკურნალოდ. განსაკუთრებით სასარგებლოდ (თუკი დავივიწყებთ, რომ ეს მაინც ალკოჰოლია) ითვლება კუბური რომი: აქ შეიძლება იპოვოთ დიდი რაოდენობის კალიუმი, ფოსფორი და თუთია, თითქმის მულტივიტამინური კომპლექსი.
ტეკილა მთელი ღამის სერიოზული სუფრისთვის უმჯობესია აიღოთ ტეკილა. აგავა, რომლისგანაც მექსიკელები ამზადებენ ამ ნაციონალურ სასმელს, შეიცავს პოლისაქარიდებს, რომლებიც ეხმარებიან კუჭის მჟავიანობის რეგულირებას. თუკი ტეკილას დალევთ წესისამებრ მარილთან ერთად, მაშინ დილიდან ნაბახუსევი („პახმელია“) გექნებათ უფრო ადვილი - მარილი აკავებს წყალს ორგანიზმში.
არაყი
არაყს უკვე ათასობით ადამიანი მიუყვანია თეთრ ცხელებამდე. თუმცა ფაქტიურად სწორედ რომ არაყი წარმოადგენს ორგანიზმისთვის თითქმის ყველაზე უსაფრთხო ძლიერ ალკოჰოლს. საღებავების გარეშე, არომატიზატორების გარეშე - ჩვილი ბავშვის ცრემლებივით სუფთა. მაგრამ ღვიძლს არ უხდება მისი ბოროტულად გამოყენება.
ათი წლის წინ ექიმებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ვისკი წარმოადგენს საოცარი ე.წ. „ellagic“ მჟავის მშვენიერ წყაროს, რომელსაც აქვს კიბოს უჯრედების მოკვლის უნარი. ვისკი სასარგებლოა, მაგრამ მისი, როგორც წამლის გამოყენება არ ღირს. ეთანოლის კონცენტრაცია მასში ძალიან მაღალია - ამიტომ თვრებიან მისგან მალე.
კონიაკი
ყველაზე საკვირველია, რომ კეთილშობილური კონიაკი ყველა ზემოთ ჩამოთვლილთა შორის ყველაზე მავნებელია. საქმე შენახვის ვადებშია: რაც უფრო ძველია კონიაკი, მით უფრო უკეთესია ის, მართალია? არა არ არის მართალი. შენახვის წლები აჯერებს სასმელს მრავალი სპირტის ფრაქციისგან და მავნე ნივთიერებებისგან. სინამდვილეში, კონიაკის დიდი რაოდენობით დალევა არა მარტო უჭკუობაა, ასევე მავნებელია - ისე, როგორც ვერცხლის წყლის ორთქლით სუნთქვა. 50 მილილიტრი კონიაკი დღეში ეს ის მაქსიმუმია, რომელიც არ ავნებს ორგანიზმს.
გაუფრთხილდით თქვენს თავს, მიიღეთ სასმელი ზომიერად და მხოლოდ ის, რაც ძალიან არ დააზიანებს თქვენს ორგანიზმს!
216 4-ს მოსწონს
|