x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 ძირეული ცვლილება,რომელიც დონალდ ტრამპმა განახორციელა
imageთეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის მოსვლის შემდეგ განხორციელდა რამდენიმე საყურადღებო ცვლილება აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში.ქვემოთ გაეცნობით 7 ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას.



1)ურთიერთობის დაძაბვა აზიაში-ტრამპი იმის გაკეთებას ცდილობს ამ რეგიონში, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს.ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ჩრ.კორეის მიმართ "სტრატეგიული მოთმენის" პოლიტიკა იყო განხორციელებული, ფხენიანზე ზეწოლა სანქციებით და სხვა ქვეყნების დარწმუნება(პირველ რიგში ჩინეთის)გაეკეთებინათ იგივე და დალოდებოდნენ შედეგს.


ახლანდელმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა დასრულდა, რომ "ყველა ვარიანტი განიხილება", მათ შორის საომარი მოქმედებებისაც.


არც ჩინეთია გულხელდაკრეფელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ტრამპმა ტაივანთან დაკავშირებით კომენტარის დროს არ გამორიცხა ჩინეთის ბლოკირება ხელოვნურ კუნძულებზე, რომელსაც სამხრეთ-ჩინეთის ზღვაზე ეს უკანასკნელი აშენებს.


საპასუხოდ ჩინეთმა აშშ-ს განცხადებაში დაინახა საფრთხე, რასაც შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს.



2) რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა-თავიდან ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან, რომელიც ძლიერი ლიდერია, სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ ეს იყო მანამდე, სანამ აშშ-ს დაზვერვა არ დაადგენდა, რომ რუსეთმა განახორციელა ჰაკერული შეტევა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებზე.თავიდან ტრამპმა ეს ინფორმაცია არ დაიჯერა და "ფეიკი" ეგონა, ისევე როგორც არც ის დაიჯერა, როცა განუცხადეს, რომ კრემლს გააჩნია კომპრომატები მის წინააღმდეგ.

აგრეთვე მისი ადმინისტრაციის წევრების კონტაქტები რუსეთის ოფიციალურ პირებთან ჩრდილს აყენებდა ტრამპის პრეზიდენტობას.


საბოლოოდ კი აშშ- რუსეთის ურთიერთობა სირიაში ქიმიური შეტევის შემდეგ ნულამდე დაეცა.


3) ყურადღების ცენტრში-ნატო-თებერვლის თვეში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ალიანსის მიმართ ურთიერთობა გაცივდება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები არ შეასრულებენ ვალდებულებას და მშპ-ს 2%-ს არ გამოყოფენ თავდაცვისთვის.


უფრო ადრე ტრამპმა ნატოს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, რომელმაც ამოწურა თავის შესაძლებლობები.

თუმცა როგორც ჩანს აშშ-ს ახლანდელმა პრეზიდენტმა სულ ახლახან შეიცვალა პოზიცია და აღნიშნა ნატოს როლი ტერორიზმთან ბრძოლაში და ალიანსის წევრებს მოუწოდა გააქტიურონ დახმარება ერაყის და ავღანეთის მიმართ.




4)თავისუფალი ვაჭრობა-ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრამპმა გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა აშშ-ს ვაჭრობის პოლიტიკა დანარჩენ მსოფლიოსთან.იგი დაიმუქრა, რომ გააუქმებდა ჩრ.ამერიკულ ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც აშშ-ს, მექსიკას და კანადას შორის არის გაფორმებული.


ტრამპს მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების გამო ამერიკელებმა მრავალი სამუშაო ადგილი დაკარგეს.


ტრამპი ასევე წინადადებით გამოვიდა აშშ-მ დატოვოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. გაპრეზიდენტების პირველსავე დღეებში ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის დატოვების შესახებ, რომელშიც 12 ქვეყანა იყო გაერთიანებული.




5)გადასახადების შემცირება-ტრამპმა კონგრესს წარუდგინა საგადასახადო რეფორმის გეგმა, რის მიხედვითაც მოგების გადასახადები შემცირდება 35% -იდან 15%-მდე.ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.მისივე სიტყვებით გადასახადების შემცირება შეეხებათ როგორც მსხვილ კორპორაციებს აგრეთვე საშუალო და მცირე ბიზნესს.



6)ემიგრანტები და მექსიკის კედელი-პირველ რაც გააკეთა ტრამპმა ისაა, რომ მექსიკიდან იმპორტის შემოტანა 20%-ით გააძვირა. ეს მოგება სწორედ კედლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.25 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო საზღვრების დაცვის თაობაზე.ექსპერტების გამოთვლებით, კედლის მშენებლობა შესაძლოა, 25 მილიარდი დოლარი დაჯდეს. ოფიციალური წყაროები პროექტის ღირებულების შესახებ არაფერს
აკონკრეტებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ ექსპერტებს ამისთვის 180 დღე მისცა.
სწორედ მაშინ გაირკვევა, ფინანსების გარდა, ყველა სხვა დეტალი.ტრამპის გადაწყვეტილებით, უნდა შეიქმნას ცენტრები, სადაც არალეგალები
განთავსდებიან მათ დეპორტაციამდე, თუმცა, ჯერჯერობით არც ამ ცენტრების
შესახებ არის ცნობილი დეტალები.
ამასთანავე პრეზიდენტი ფინანსების შემცირებით დაემუქრა იმ შტატებს,
ვინც არალეგალებს ხელს შეუწყობს.



7)გლობალურ დათბობასთან ურთიერთობა-ტრამპმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას პირველი 100 დღის განმავლობაში.მან გლობალურ დათბობას გლობალური ტყუილი უწოდა, რომელიც ჩინეთმა
გამოიგონა, რათა ამერიკული საწარმოების კონკურენტუნარიანობა შეემცირებინა.

თუმცა ეს პირობა ჯერეჯერობით ვერ განხორციელდა, რადგან მის მრჩეველებში აზრთა სხვადასხვაობაა და ამ საკითხში კონსესუსს ვერ მიაღწიეს.


სამაგიეროდ მარტის თვეში ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, სადაც უქმდება ე.წ. სუფთა ენერგიის გეგმა, რის მიხედვითაც შტატებს ევალებოდათ მკაცრად გაეკონტროლებინათ ელექტროსადგურების მუშაობის რეგულაცია.



0
380
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0