x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
12 მითი დედამიწის შესახებ

არსებობს უამრავი «ფაქტი», რომლისაც ბავშვობიდან გვჯერა და აზრადაც არ მოგვდის, რომ გადავამოწმოთ და გავიგოთ სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ ან იმ პერიოდში უფროსებისგან გაგვიგია.


image


მითი № 1. ევერესტი (8848 მ.) — ყველაზე მაღალი მთა არის პლანეტაზე.


ფაქტი: სინამდვილეში, ყველაზერ მაღალი მთა — მანუა-კეაა (ჰავაურად, თეთრი მთა), რომელიც ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე — 10203 მ-ია, მაგრამ მთის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული.


image


image
მითი № 2. ჩინეთის კედელი — ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც კოსმოსიდან ჩანს.


ფაქტი: არა ჩანს. ამისთვის ის მეტისმეტად ვიწროა — მისი სიგანე მხოლოდ 6 მ-ია.

სინამდვილეში, კოსმოსიდან განათებული ქალაქების და ინდოეთ-პაკისტანის საზღვარის დანახვა შეიძლება. ამ ორ ქვეყანას იმდენად ცუდი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, რომ ქვეყნებს შორის გასამხედროებული საზღვარი აღმართეს, – საზღვარი რომლის სიგრძე 2900 კმ-ია, ისე ძლიერ არის განათებული, რომ ნარინჯისფერი სინათლის ზოლი კოსმოსიდანაც კი ჩანს.


image



image
მითი № 3. საჰარა — ყველაზე დიდი უდაბნოა დედამიწაზე.


ფაქტი: ყველაზე დიდი უდაბნოანტარქტიდა არის. მისი ფართობი — თითქმის 870 ათასი კვ. კმ-ია, ხოლო ნალექი, ზოგიერთ რაიონში, თითქმის 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა.


image


image
მითი № 4. ღრუბელი უწონადია


ფაქტი: ღრუბლები წყლის პატარ-პატარა წვეთებისგან შედგება და ერთი ღრუბელი, შეიძლება, ათობით სპილოს წონასაც იწონიდეს, ზომას გააჩნია. ხოლო, ჰაერში იმიტომ ჩერდება, რომ ორთქლის კონდენსაციის დროს, სითბო გამოიყოფა, რომელიც ღრუბლისთვის საჰაერო ბუშტის როლს ასრულებს.


image


image
მითი № 5. მეხი ერთი და იგივე ადგილზე 2-ჯერ არ ეცემა.


ფაქტი: ეცემა, 2-ჯერაც და უფრო მეტჯერ. მაგ., ემპაირ სტეიტ ბილდინგის კოშკის ანძას, მეხი წელიწადში, საშუალოდ, 25-ჯერ ეცემა.


image


image
ითი № 6. ანხელი (979 მ.) — ყველაზე მაღალი ჩანჩქერია დედამიწაზე.


ფაქტი: ყველაზე მაღალი ჩანჩქერი დანიის სრუტის ფსკერზე არის, წყლის ქვეშ და მას სახელი არა აქვს. მისი სიმაღლე — 3505 მ-ია.


image


image
მითი № 7. წყალი დენს ატარებს.


ფაქტი: დენს წყალი კი არა, მასში გახსნილი მინერალები ატარებს და რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, მით უფრო კარგი გამტარია წყალი. ხოლო, დიდტილირებული წყალი დენს საერთოდ არ ატარებს.


image


image
მითი № 8. ალმასი გატეხვა შეუძლებელია.


ფაქტი: ჩაქუჩით ერთი «მსუბუქი» დარტყმა და დიდი ალმასისგან ბევრი პატარა ალმასი მიიღება.


image


image
მითი № 9. ყველა მცენარე წყალს ფესვებით მოიპოვებს.


ფაქტი: ნამიბიის უდაბნოში იზრდება ველვიჩია, რომლის ფესვები წყალს ფოთლებიდან ღებს.


image


image
მითი № 10. დიდი ბრიტანეთი — ყველაზე წვიმიანი ქვეყანაა ევროპაში.


ფაქტი: ლონდონში, წლის მანძილზე, 500 მმ ნალექი მოდის, რომში — 760, მილანში — 1000, ხოლო გენუაში — 1100. მაგრამ, იტალიაში ნალექი ძირითადად შემოდგომაზე და ზამთარში მოდის, ხოლო დიდ ბრიტანეთში — მთელი წლის მანძილზე.


image


image
მითი № 11. ნილოსი — ყველაზე გრძელი მდინარეა მსოფლიოში.


ფაქტი: ამაზონის სიგრძე 7100 კმ-ია, ანუ ნილოსზე 400 კმ-ით უდრო გრძელია.


image


image
მითი № 12. მკვდარი ზღვა — ყველაზე მლაშე ტბა არის დედამიწაზე.


ფაქტი: ყველაზე მლაშე ტბა — დონ-ჟუანის ტბა არის. მისი მარილის შემცველობა 42, 2% (402 ‰)-ია, რაც მკვდარი ზღვის მარილიანობზე 7 % მეტია.


image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* 20 უცნაური ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ

* ყველაზე საინტერესო და რეალური ფაქტები

* «უხამსი პროდუქცია, რომელსაც ყველა ხმარობს», «დაჩქარებული დრო» და სხვა საინტერესო ფაქტები


0
811
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0