საზოგადოება ჰოლივუდის ვარსვლავური წყვილების ქორწინებები, რომელთა შესახებ შესაძლოა არც იცოდეთ (+ფოტოები) 2017, 27 აპრილი, 13:24 ჰოლივუდში, ვარსკვლავებს შორის სასიყვარულო ურთიერთობები და ქორწინებები ძალზედ ხშირია და არც ისაა გასაკვირი მოვლენა, რომ ისინი მალევე ასრულებენ ოჯახურ ურთიერთობებს. ამჯერად, გიამბობთ ვარსვლავური წყვილების ქორწინებებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა არც იცოდეთ.
ანჯელინა ჯოლი და ახალგაზრდა ინგლისელი მახიობი, ჯონი ლი მილერი, გადასაღებ მოედანზე მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც იღებდნენ ფილმს "ჰაკერები". ისინი ქორწინებაში 1996-2000 წლებში იმყოფებოდნენ. მეგ რაიანი და დენის ქუაიდი ერთმანეთს ფილმის "შინაგანი სამყარო"("InnerSpace") გადაღებებზე შეხვდნენ. მათ 1991 წელს იქორწინეს. მსახიობთა წყვილის ოჯახური ურთიერთობა 2001 წელს განქორწინებით დამთავრდა. სკარლეტ იოჰანსონის და რაიან რეინოლდსის წყვილმა ქორწინებაში მხოლოდ ორი წელი დაჰყო. განქორწინდნენ 2011 წელს. კანადელი რეჟისორი ჯეიმს კაემორნი და ასევე რეჟისორი, ქეთრინ ბიეგოლუ ქორწინებაში 1989-1991 წლებში იმყოფებოდნენ. რენე ზელვეგერი და კენი ჩესნი 2005 წლს დაქორწინდნენ და მხოლოდ 4 თვე იცხოვრეს ერთად. პამელა ანდერსონი და როკ-მუსიკოსი კიდ როკი, 2006 წელს შეუღლდნენ. მათმა თანაცხოვრებამ 4 თვე გასტანა. ქეთრინ კინერი და დერმოთ მალრუნი ქორწინებაში 1990-2007 წლებში იმყოფებოდნენ. მოდელი, მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე - კარმენ ელექტრა, კალათბურთელ დენის როდმანს 1998 წლის 14 ნოემბერს გაჰყვა ცოლად. ისინი ერთმანეთს 1999 წელს დაშორდნენ. ჯულია რობერტსი და ამერიკელი ქანთრი-მომღერალი, მსახიობი ლაილ ლოვეტი, ერთმანეთთან ქორწინებაში 1993-1995 წლებში იმყოფებოდნენ. შონ პენმა და მადონამ 1985 წელს შექმნეს ოჯახი. ისინი 1989 წელს დაშორდნენ. დემი მური და ეშტონ კეტჩერი ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. ისინი 2013 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ჯეფ გოლდბლუმი და ჯენა დევისი 1987 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო 1990 წელს განქორწინდნენ. ჰელენ ჰანტი და ჰენკ აზარია 1999-2000 წლებში იყვნენ დაქორწინებულები. მსახიობები, ჯენიფერ გარნერი და სკოტ ფოლი 2000 წელს დაქორწინდნენ. მათი ურთიერთობა 2004 წელს დასრულდა განქორწინებით. ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასმა, 1997 წლის 19 აპრილს, მსახიობი და მოდელი ბრუკ შილდსი შეირთო ცოლად. მათ, მხოლოდ ერთი წელი გაატარეს ერთად. სინდი კროუფორდი, მხოლოდ 26 წლის იყო, როცა 42 წლის რიჩარდ გირთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა. მათი ოჯახური თანაცხოვრება 1995 წელს განქორწინებით დასრულდა. დრიუ ბერიმორი, კანადელ მსახიობს, ტომ გრინს გაჰყვა ცოლად, 2001 წელს. მათმა ქორწინებამ მხოლოდ 5 თვეს გასტანა. 168 3-ს მოსწონს
|