x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

მთვარე შეიძლება დედამიწის ნაწილი იყოს


image


თანამედროვე მონაცემების მიხედვით, დედამიწის და მთვარის ქიმიური შემადგენლობა განსხვავებულია: მთვარეზე პრაქტიკულად არ არის წყალი, თუმცა მის პოლარულ ზონებში ყინულის საკმაოდ დიდი მარაგია აღმოჩენილი. მთვარის ქანების ანალიზმა აჩვენა, რომ მისი სიმკვრივე დედამიწის მანტიის სიმკვრივეს ემთხვევა და ის მთლიანად მაგმური ქანებისგან შედგება.
თუმცა, აღმოჩენილია მისი დედამიწასთან მსგავსების ფაქტებიც. რადიოიზოტოპური ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დადგინეს, რომ ორივე ციური სხეული ერთი ასაკის არის, სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა მთავრეზე და დედამიწაზე ერთნაირია, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი, ყველა ცნობილი მეტეორიტისის ანალოგიური მონაცემისგან განსხვავებულია. ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ მთვარე დედამიწის ნაწილია და რომ ის დედამიწასთან სხვა ციური ობიექტის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ეს დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო: დედამიწას მარსისხელა ობიექტი შეეჯახა. შეჯახება ძლიერი და გამჭოლი იყო, რამაც პლანეტის სფეროსებურობის დარღვევა და მისი გულიდან მანტიის გადმოღვრა გამოიწვია. თხევადი პლაზმა უჰაერო სივრცეში გაიშალა. ხოლო, პლანეტები ნამსხვრევებად იქცნენ. გრავიტაციის ძალის გავლენით, გაბნეული ლავა ორ არათანაბარ გუნდად შეიკრა.

ამ შეჯახებამ, დედამიწაზე დიდი ცვლილებები გამოიწვია: ლავასთან ერთად, პლანეტის სიღრმიდან ამოვიდა მეთანი, ნახშირბადი, წყალბადი და დედამიწაზე პირველი ატმოსფერო წარმოიქმნა.


image


საჰარაშიც იცის ზამთარი


image
საჰარა ჩვენს წარმოდგენებში ყოველთვის ყვითელი ფერის ქვიშასთან ასოცირდება. თუმცა, მან ფერი არაერთხელ შეიცვალა... მაგ., 1979 წლის თებერვალში, ალჟირის საჰარაში ისე ძლიერ ბარდნიდა, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალების პარალიზება მოხდა! ხოლო, ათასი წლის წინ, მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოს ადგილზე, სტეპი იყო.


image

პლანეტის ყველაზე მშრალი რეგიონი ანტარქტიდაზეა


image


არსებობს ფართოდ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ თითქოს დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი ატაკამის უდაბნოა. მაგრამ სინამდვილეში, ეს უდაბნო ამ მაჩვენებლით, მხოლოდ მეორე ადგილზეა. იქ ნალექი უკანასკნელი 400 წლის მანძილზე არ მოსულა. ხოლო, პირველ ადგილზე ამ მაჩვენებლით – ანტარქტიდის რეგიონია, სადაც ნალექი 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა და სახელიც შესაფერისი აქვს – «მაკ-მერდოს მშრალი ველები» (Dry Valleys). აღნიშნულ ტერიტორიაზე ყინულის საფარი არ არის, – მიზეზი კი უძლიერესი ქარებია (სიჩქარე 90 მ/წმ-ია ანუ 320 კმ/სთ), რომელიც ნებისმიერი სახის ტენს აორთქლებს.


image

ხმელთაშუაზღვიური ჰავა მხოლოდ ხმელთაშუა შღვის რეგიონისთვის არ არის დამახასიათებელი


image


აღნიშნული ჰავისთვის დამახასიათებელია ზომიერი კლიმატი, მშრალი, ცხელი ზაფხულით და წვიმიანი ზამთრით. იგივე მახასიათებლები აქვს კალიფორნიის სანაპიროს უდიდესი ნაწილის ჰავას, ასევე მსგავსი კლიმატია სამხრეთ აფრიკაში, ჩილეს ცენტრალურ ნაწილში და ავსტრალიიის სამხ-დას. ნაწილის ზოგიერთ რეგიონში.


image

კანარის კუნძულების სახელი კანარელ ფრინველებს არ უკავშირდება



image

ბევრი თვლის, რომ კანარის კუნძულების სახელი იქ მობინადრე ყვითელ ფრინველებს (კანარის ჩიტი, კანარელი (ლათ. Serinus canaria) რედ.) უკავშირდება. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის – კუნძულების სახელი ფრინველებს დაარქვეს.

რაც შეეხება კუნძულის სახელს, ის ლათინური სიტყვისგან – canis-იდან მოდის, რაც — ძაღლს ნიშნავს. ეს სახელი კუნძულებს რომაელებმა დაარქვეს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ძაღლს აღმერთებდა.


image

შვეიცარიას დედაქალაქი არა აქვს


image
მართალია, შვეიცარიის პარლამენტი სხდომებს ბერნში მართავს, მაგრამ მას იურიდიულად დედაქალაქის სტატუსი არ გააჩნია. შვეიცარიისთვის ბერნი – მხოლოდ ერთ-ერთი ფედერალური ცენტრია, სადაც, გარემოებათა გამო, პრეზიდენტი ცხოვრობს და სადაც სხვადასხვა სახის ოფიციალური ღონისძიებები ტარდება.


image

საფრანგეთს სახმელეთო საზღვარი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან აქვს



image


დიახ, ეს სიმართლეა! საფრანგეთის გვიანას, რომელიც საფრანგეთის 101 დეპარტამენტიდან, ერთ-ერთს წარმოადგენს, საზღვარი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან აქვს. მას სამხრეთით ბრაზილია ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სურინამი და ქვეყნებს შორის საზღვარის საერთო სიგრძე –1183 კმ-ს ტოლია.

imageimageimageimageimageimageimage




0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0