სიახლეები ფრთხილად,წვიმა მოდის 2012, 12 ივნისი, 14:13 სველ გზაზე მოძრაობა განსაკუთრებით სახიფათოა, როცა წვიმა იწყება.ასფალტი სველდება, მასზე არსებული მტვერი კი ერთგვარ ზეთოვან ფენას ქმნის, რომელიც გზას მეტისმეტად გლუვს ხდის.
გარკვეული დროის შემდეგ მტვერს წყალი რეცხავს და მოძრაობა შედარებით უსაფრთხო ხდება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამუხრუჭე მანძილი სველ გზაზე დაახლოებით 1.5-2-ჯერ მეტია მშრალთან შედარებით.
წვიმიან ამინდში სწრაფად (80-90 კმ/სთ)მ მოძრაობისას წინა თვლების წინ თავს იყრის წყლის დიდი რაოდენობა.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ თვლები ასე ვთქვათ ამ "წყლის ბალიშზე"დგება, რაც მას ასფალტთან მოჭიდებას აკარგვინებს და ავტომობილი უმართავი ხდება.ასეთ დროს დამუხრუჭების ნაცვლად უმჯობესია სვლა შეანელოთ.
გუბეებში გავლისას წყალი ასველებს სამუხრუჭე ხუნდებს, ეს უარყოფითადმოქმედებს სამუხრუჭე სისტემაზე.ამიტომაც არ გავნებთ უსაფრთხოების მიზნით, მოკლე მანძილზე რამდენჯერმე დაამუხრუჭოთ.ხუნდების გაცხელება გამოიწვევს წყლის აორთქლებას და სისტემის გამართული მუშაობაც აღდგება . 68 8-ს მოსწონს 1-ს არა
|