რელიგია ყველამ უნდა იცოდეს ეს ლექსი კურთხევაა 2012, 12 ოქტომბერი, 11:40 ტკბილო იესო, ნუგანმიშორებ
იხილე ჩემი უმანკოება,
ყრმასა მოსწავლეს ნუ დამიწუნებ,
მასწავლე მამის მე სათნოება.
მომბერე მადლი უცოდველ სულში, ეგნატეს მსგავსად შემიტკბე, ძეო! მადლი ნიჭისა მინათე გულში, შენ, შემოქმედო, მაღლისა მზეო! აღმავსე სიბრძნით კეთილი სწავლით, გულსმოდგინება მომეც ძლიერი. შენ შეგიყვარებ, შენივე მადლით მხოლოდ გამხადე ბრძნე მეცნიერ. კეთილ-ინებე, გარდმომივლინე სულის წმიდისგან ნიჭ ციური. გრძნობით შეგყურებ, თხოვნა მისმინე, აღმზარდე სწავლით მე მადლიერი. აღთქმას გიყოფ, რომ შეგიყვარო, სახელი შენი ვადიდო ქვეყნად, მხოლოდ მე სიბრძნე არ დამიფარო ორთავ სოფლისა რა დასაშვენად. გაქებ, გადიდებ ეროვნებაში საღმრთო მცნებების აღსრულებითა. ძმებსა ვეხმარო უღონობაში, ამას გპირდები აღთქმულებითა. მხოლოდ მომფინე სული ძლიერი, მყავი მე მონა ზენარ ღვთიერი, ძეობა მარგე მე ზეციერი, დამრჩეს მეც კვალი რამ ქვეყნიერი. 241 3-ს მოსწონს
|