რელიგია მამა გაბრიელი აბორტზე 2012, 24 ივნისი, 11:10 უაღრესად შეშინებულსა და შეწუხებულს გამოსვლა და იქაურობიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ კარები მაგრად იყო ჩარაზული. ასეთ დროს უცებ გაისმა ხმა: მობრძანდება, მობრძანდებაო. ამ სიტყვებზე კარებიც გაიღო და დავინახე, როგორ მობრძანდა ანგელოზებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი. მან მკაცრად თქვა: მევედრებით სიკეთეს და გამრავლებას, მაგრამ როგორ გაგამრავლოთ ან რისთვი, რომ კიდევ მეტი ბავშვი ხოცოთ?!... ამ სიტყვებმა, ღვთისმშობლის ხმამ და სახემ, ნანახზე კიდევ მეტად შემაძრწუნა. მე არავის ვუსურვებ თუნდაც ერთხელ, შორიდან იხილოს ღვთისმშობლის მწყრალი სახე. ამ სიზმარმა თუ ხილვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რაოდენ დიდ ცოდვაშია ჩვენი ერი. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით სამდურავი მხოლოდ ჩვენს თავზე გვეთქმის და ისიც საკვირველია თუ რატომ კიდევ უფრო მეტად არ ვისჯებით იმ უმძიმესი ცოდვის გამო, რომელსაც მკვლელობა ჰქვია. უმწეო ჩვილ ბავშვთა მკვლელები კი თითქმის ყოველ ოჯახშია.უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისგან მონიჭებული სიცოცხლის ხელყოფა ანუ უმწეო არსების აბორტით მოკვდინება მკვლელობის მძიმე ცოდვაა. ეს ცოდვა ამ ქვეყნადაც გვეკითხება და გაცილებით მეტად კი იმ ქვეყნად მოგვეკითხება. განსაკუთრებით მძიმედ კი იმ მკვლელ ექიმ-გინეკოლოგებსა და ქირურგებს, რომელნიც არა დაგიდევენ ღვთის წყალობას, მომავალ სიცოცხლესა და ერის გამრავლების საკითხებს.სხვა ცოდვილ ადამიანთა მსგავსად, გამოსავალი აქაც მხოლოდ ერთია, დიდი სინანული, აღნიშნული ცოდვების მღვდელთან აღსარებით მონანიება და მოძღვრის რჩევებით ეკლესიური ცხოვრების დაწყება. 2141 16-ს მოსწონს |
ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.
შენს გაჩენაში არის მისტიკა.
შენს გაჩენაში არის შემთხვევა,
როდესაც წამი იმ დროში ჯდება,
ველური შერწყმა ღვთიურს ემთხვევა.
როდესაც არეს სადაც ფარული
მოხდა სიცოცხლის დაგვირგვინება,
არ ეკარება ცივი ლითონი
და შენმა დედამ გშობოს ინება.
ო, შიშით ცხრა თვე იარე მასთან,
გქონდა კავშირი და გქონდა განცდა.
მოვიდა ის დრო მადლიერების,
როცა პირველი სიტყვები დაგცდა.
ეხლა შენ უნდა გასცე ბრძანება,
ღმერთმა უძლური შენ მოგანება.
- მერფი -
***
სანაგვეზე გადაყრილი სულები,
დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით.
ნეტა ერთი, აქეთ რას მემდურები,
ღმერთს ევედრე ცრემლიანი თვალით.
არ გინახავს როგორ მოკლეს პატარა?!
ვერ გაბედე შეგეხედა მისთვის?
იქნებ ისიც მხსნელი იყო ამ ქვეყნად,
იქნებ ესეც შეგეკითხა ღვთისთვის.
მოიშორე როგორც ცოდვის ნაყოფი,
და საფლავიც არ არგუნე ბედად.
ამის მერე დგეხარ, მორალს ქადაგებ,
თავი მოგაქ, ... არ შემდგარო დედად.
სანაგვეზე გადაყრილი სულები.
დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით...
სინანულის ცრემლით მაინც დანამე...!
-მერფი-
2007 წ.