კომპიუტერები და პროგრამები გაფრთხილება! - რატომ უნდა დავაფაროთ ლენტი ნოუთბუქის ან პლანშეტის კამერას 2017, 22 აპრილი, 18:06
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომელიმე ბოროტმოქმედი გატეხავს ჩვენს მოწყობილობას და მთელი ჩვენი ცხოვრება მის ხელთ აღმოჩნდება. ჩვენ კი საერთოდ დაუცველნი ვრჩებით. ელექტრონული მოწყობილობები დღითიდღე უფრო სრულყოფილი ხდება. ისინი აღჭურვილია საუკეთესო ფოტო და ვიდეო კამერებით, რომლებიც ბევრ რამეში გვჭირდება, თუმცა მათაც აქვთ უარყოფითი მხარეები. ბოროტმოქმედებს შეუძლიათ გამოიყენონ ვებკამერები თავიანთ სასარგებლოდ. შეუძლიათ კამერის მეშვეობით გითვალთვალონ თქვენც და თქვენს ნოუთბუქსაც. თვალთვალის შიშით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხურავს თავის ვებგვერდს. აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომიც კი აღიარებს, რომ გაუმჭვირვალე ლენტით დაფარა თავისი ნოუთბუქის კამერა. მან თავის უფრო გამოცდილ კოლეგებს მიბაძა. რა თქმა უნდა მან უფრო მეტად უნდა იფრთხილოს, რადგან მის კომპიუტერთან ხშირად ალაგია სამსახურებრივი საბუთები, რომლებიც შეიძლება უცხომ გამოიყენოს. ჩვეულებრივ ადამიანს კი რისი უნდა ეშინოდეს? როგორც აღმოჩნდა 52%-ს ეშინია თვალთვალის, 26% აფარებს ლენტას თავის კამერას, ხოლო 5% ტელეფონის გარეთა კამერასაც კი უკეთებს ლუქს. ხშირად მიღებულ გამოსახულებებს იყენებენ შანტაჟისათვის. უფრო გამოცდილი გაიძვერები სულ სხვა მიზნებისთვის უთვალთვალებენ. აღმოჩნდა, რომ ყოველი მეცხრე ადამიანი კომპიუტერთან ახლოს ინახავს ჩანაწერებს და საბუთებს, სადაც ჩაწერილია პაროლები, მათ შორის ვებანგარიშების, რომელსაც თქვენს ფულთან აქვს წვდომა. საჭიროებამ გამოიწვია ბაზარზე მოთხოვნა და ზოგიერთმა კომპანიებმა სპეციალური მისაკრავებიც კი გამოუშვეს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოცდილ ბოროტმოქმედს სხვა ხერხითაც შეუძლია ინფორმაციის მოპოვება. ასე, რომ ფრთხილად იყავით, თუმცა ყველას შეუძლია რაც უნდა ის ქნას, მისი საქმეა დააფარებს კამერას რამეს თუ არა, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით პირად ინფორმაციას.
როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი) როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები 493 2-ს მოსწონს
|