24 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტის,
"ლურჯი ოკეანის" ბიზნეს "ვორკშოპი" გაიმართება. ღონისძიებას ქართული ბიზნეს
კომპანიების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები დაესწრებიან, რომელზეც "სპიკერები": პაპუნა ტოლიაშვილი - "სინერჯი ჯგუფის" მმართველი პარტნიორი,
მედეა ტაბატაძე - კომპანია Insource-ის დამფუძნებელი და ილია რევია - პროექტების მართვის სპეციალისტი (PMP), 3 ძირითად თემაზე, დიალოგის რეჟიმში, ისაუბრებენ.
ეს თემებია: "ინოვაციური სისტემა", "ორგანიცაზიული კულტურა, რომელიც ქმნის
მოტივაციას" და "თეთრი სპილო, თუ მკვდარი ცხენი?! ანუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე
სარგებლიანი პროექტი".
პროექტი "ლურჯი ოკეანე" ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს
ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი
კავასაკი და სხვა.
პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყი", "აკოცე ბაყაყს" და "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი"; სერია "მარტივად" დევიდ ალენის "საქმესთან გამკლავების ხელოვნება", ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - "მარკეტინგული ომები" და სხვა.
პაპუნა ტოლიაშვილი: "ძალიან საჭიროა დღეს მსგავსი პროექტი და დარწმუნებული
ვარ, დამსწრე აუდიტორიის მხრიდან მას დიდი ინტერესი მოჰყვება.
სამივე თემა, რომელიც პროექტისთვის შეირჩა ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება ჩემს
თემას, ესაა "ინოვაციური სისტემა" და იგი ახალი ტიპის მართვის სტურქტურების
შესახებაა. საინტერესო თეამაა, რომელიც აგებულია პრინციპზე - როგორ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ინიციატივების ნაკადი, მიმართულება შეიცვალოს ქვევიდან ზევით.
თანამედროვე ორგანიზაციების ერთ-ერთი დიდი პორბლემა ისაა, რომ ინიციატივების დიდი ნაწილი მოდის ზევიდან ქვევით, რის გამოც არც ისე მრავალფეროვანია ინიციატივათა ნუსხა და მათი განხორცილებაც რთულდება.
თანამედროვე ინოვაციური მოდელების მთავარი პრინციპი და გამოწვევა კი იმაში
მდგომარეობს, რომ ინიციატივის ნაკადის მიმართულება შეცვალოს.
რიგითმა თანამშრომლებმა უნდა დაიწყონ ინიციატივებით და იდეებით გამოსვლა და თუ ამას მოახრხებენ ეს თავისთავად შეცვლის ორგანიზაციების პერფორმანსს. სწორედ
ამას ეხება ჩვენი სემინარი, კერძოდ - როგორ ეწყობა ეს ახალი მოდელები ისე, რომ ინიციატივიანები გახადოს თანამშრომლები და მათგან წამოსული ინიციატივების რაც შეიძლება დიდი ნაწილი ხორციელდებოდეს.
ასევე ვისაუბრებთ იმაზეც, თუ სხვადასხვა ქვეყნებში, რა ეფექტი მოჰყვა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
ზოგადად მენეჯერული განათლებას პრიორიტეტი აქვს - ბიზნესის განვითარებისთვისაც და ეკონომიკის ხელშეწყობისვთვისაც. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროექტი "ლურჯი ოკეანე" ძალიან მნიშვნელოვანია, აქტუალური, პრიორიტეტული და გასხვავებულიც. მგონია, რომ კეთდება ისეთი საქმე, რომელსაც საშვილიშვილო ეფექტი ექნება.
ეს პროექტი მენეჯერული, განათების მიღების და თვალსაწიერის გაფართოვების
კუთხითაც წლის მოვლენა იქნება. ამგვარი პროექტი ძალიან საჭიროა დღეს".
მედეა ტაბატაძე: "ვფიქრობ, რომ ღონისძიება წამოჭრილი ინტერესიც, კითხვებიც,
კომენტარებიც საკმაოდ აქტუალური იქნება, იმიტომ რომ თემაა აქტუალური -
ზოგადად ადამიანების მართვასთან დაკავშირებით ყოველთვის ბევრი მოსაზრება
არსებობს და ამ თემას მაქსიმალური ჩართულობა მოჰყვება. მგონია რომ ყველაფერი საინტერესოდ ჩაივლის.
ჩემს გამოსვლაში ვისაუბრებ მაგალითად: როგორია ლიდერის და მენეჯერის როლი ორგანიზაციაში საქმის გაკეთების კულტურის შესაქმნელად. პრინციპში ყველა ბიზნესი ამაზე მუშაობს - ჰყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც განსაკუთრებულ შედეგებს დადებს და თან კონკურენტული იქნება.
ძალიან ბავრი საუბარია ხოლმე ორგანიზაციულ კულტურაზე, მაგრამ მთავარი გვავიწყდება - პრაქტიკაში ყველა მენეჯერი თვითონ ქმნის, თავის მცირე გუნდშიც კი, მუშაობის კულტურას, რომელსაც დიდი სახელი - ორგანიზაციული კულტურა აქვს.
რაც შეხება "ლურჯი ოკეანის" ინიციატივას - პირველ რიგში ავღნიშნავ იმას, რომ
არააქართული ლიტერატურის თარგმნა დასაფასებელი ინიციატივაა. იმიტომ რომ
ხელმისაწვდომი ლიტერატურა მენეჯმენტზე, მართვაზე ქართულ ენაზე არ მოიპოვება. არადა საჭიროა. ყველას აინტერესებს არაქართული გამოცდილება. მნიშვნელოვანია ხედვის გაზიარებაც, იმიტომ, რომ ყოველთვის გვჭირდება ვიღაცის მოსაზრება, ვიღაცის გამოცდილების, - რჩევის მოსმენა. რაც უფრო მეტად მოეწყობა ასეთი შეხვედრები, მით უკეთესი კომპანიებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნისთის. "ლურჯი ოკეანე" ბევრ კარგ შედეგს მოგვცემს".
ილია რევია: "ბევრი დაინტერესებული პირი ესწრება პროექტ "ლურჯ ოკეანეს", რაც ძალიან მახარებს . მახარებს, რომ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია
ბიზნესისთვის დისციპლინა, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.
ჩემს გამოსვლაში ვისაუბრებ პროექტების სწორად შერჩევისა და მრავალ პროექტს შორის
პრიორიტეტების დასმის პროცესზე; როგორ შევარჩიოთ და შემდეგ როგორ დავგეგმოთ ამ პროექტების თანმიმდევრობა - რა რის შემდეგ განხორციელდეს, ან საერთოდაც არ
განხორციელდეს და ა.შ.
პროექტი "ლურჯი ოკეანე" ძალიან მომწონს, კარგ საქმეს ესმახურება, ძალიან საინტერესო ლიტერატურა გამოიცა მის ფარგლებში".