x
image
პოკაჰონტასი
გოგონა, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, საკუთარ ჰალუცინაციებს ხატავს (+ფოტოები)
ქეითი, 18 წლის სტუდენტი გოგონაა, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად, ის ვერ იაზრებდა, თუ რა იყო ის სნეულება, რომელიც მის გონებას აავადებდა. ქეითს გაგონებაც კი საოცრად აშინებდა ტერმინის "ფსიქიკური დაავადება", რომელიც მისი პიროვნების სრულ დამახინჯებას და დანგრევას გულისხმობდა.

ქეითის ავადმყოფური გამოვლინებები თანდათანობით დამძიმდა: განვითარდა ნევროზი, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები. პრობლემას ისიც წარმოადგენდა, რომ სულ მალე გოგონა მცდარი სტერეოტიპების მსხვერპლი გახდა. გარდა იმისა, რომ ამ დაავადებით ცხოვრება არ იყო მარტივი, სტიგმამ მას საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოველგვარი სურვილი დაუკარგა და ოთახში გამოკეტა. ქეითს სტანჯავდა წარმოსახვები, რომლებსაც ვერაფერს უხერხებდა და კიდევ უფრო აშორებდა ყველას.

მაგრამ მოხდა ის, რამაც შიზოფრენიით შეპყრობილ გოგონას, თითქოს საკუთარ დაავადებასთან ცხოვრება გაუადვილა - მას ხატვის მასწავლებელი დაეხმარა გამოევლინა ფარული ნიჭი და საკუთარი შინაგანი სამყაროს, გრძნობებისა და ემოციების გამოსახატად შემოქმედებითი უნარი გამოეყენებინა.

"მივხვდი, რომ სწორედ ნახატებით შემეძლო დავკავშირებოდი საკუთარ ჰალუცინაციებს, ამიტომ ხელოვნების გამოყენება კომუნიკაციისთვის დავიწყე. ის მეხმარება გადმოვცე თუ რას ვხედავ, მესმის და ვგრძნობ" - ამბობს ქეითი.



გთავაზობთ ნახატებს, რომლებზეც ქეითი სწორედ საკუთარ ჰალუცინაციებს გამოსახავს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
739
7-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0