x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვარდისფერის საიდუმლო

ვარდისფერი — წლების მანძილზე, მეცნიერებისთვის ნამდვილი გამოცანა იყო. ის არ არსებობს ფერთა სპექტრში და შესაბამისად, მას ტალღების არც ერთი სიგრძე არ შეესაბამება. როგორ შეიძლება არსებობდეს ფერი, რომელიც ცისარტყელაში არ არის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ფერთა თეორიის საშუალებით შეიძლება.


image

imageძირითადი ფერები, თუ საქმე მხედველობას ეხება, წითელი, მწვანე და ლურჯი (RGB) არის. ჩვენი თვალის უკანა მხარეს, ბადურაზე, ფერების დასანახათ, მილიონობით კოლბისებური და ჩხირისებური უჯრედებია განლაგებული. ჩხირისებური უჯრებები, რომელთა რიცხვი ჩვენს თვალებში 120 მლნ-მდეა, რეაგირებენ სინათლეზე ან მის არ არსებობაზე, ხოლო კოლბისებური უჯრედები, რომელთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 7 მლნ-ია, სამი ტიპის არსებობს: წითელი, ლურჯი და მწვანე რეგისტრებისთვის.
სინათლე, ისევე როგორც სხვა ტალღები, გარკვეულ სიხშირეებზე მოძრაობს. ჩვენ, ფერის მიხედვით, წუთში 400 მლრდ-მდე სიგნალის აღქმა შეგვიძლია: ყველაზე სწრაფად იისფერზე ვრიეაგირებთ, ხოლო წითელზე — ყველაზე ნელა. ეს ფერები სპექტრის სხვადასხვა მხარეს არის, ხოლო დანარჩენი ფერებია: ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი – მათ შორის არის მოთავსებული. ვარდისფერი ფერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპექტრში არ არის — შესაბამისად, მისი დანახვა ჩვენ არ უნდა შეგვეძლოს.
საგნის ფერს, მისი ზედაპირი განსაზღვრავს: მაგ., ბანანის ქერქი სპექტრის ყველა ფერს შთანთქავს, ყვოთელი ფერის გარდა და ამიტომ, მას ყვითლად ვხედავთ. საგნის ზედაპირის მიერ, ყველა ფერის შთანთქმის შემთხვევაში, საგანი შავი ფერის არის, ხოლო თუ ყველა აირეკლება, ის – თეთრია.
კარგი განათების პირობებში, ყველა საგანი უფრო მკვეთრი და ფერადოვანია, ხოლო ღამე, ან ცუდი განათების პირობებში, ფერები «ხუნდება».

ჩვენი კოლბისებური უჯრედები მხოლოდ 3 ფერზე — წითელზე, ლურჯზე და მწვანეზე რეაგირებენ. სხვა ფერებთან დაკავშირებით, ყველაფერი უფრო რთულად არის: მაგ., ყვითელი ფერი, როგორც ტალღის სიგრძე — არსებობს, მაგრამ ჩვენს თვალში არ არსებობს ამ ფერის აღსაქმელი, შესაბამისი კოლბები. ყვითელი ააქტიურებს წითელ და მწვანე კოლბებს, რომლებიც სიგნალს გზავნიან ტვინში, ხოლო ამ უკანასკნელის ინტერპრეტაციით, მიღებული ინფორმაცია, ყვითელ ფერს შეესაბამება. ლურჯი და მწვანე კოლბების ერთობლივი აქტივირებით, ცისფერ ფერს ვხედავთ, ხოლო ლურჯი და წითელი კოლბები თუ გააქტიურდება — იისფერი.
ისეც ხდება, რომ ერთი ტიპის კოლბები სრულად არის გააქტიურებული, ხოლო მეორე – ნაწილობრივ: მაგ., ნარინჯისფერი — ყველა წითელი კოლბის და მწვანე კოლბების ნაწილობრივი აქტივირებით მიიღება, ხოლო ნაცრისფერს მაშინ ვხედავთ, თუ ყველა ტიპის კოლბები სანახევროდ არის აქტივირებული.
ვარდისფერთან დაკავშირებით, სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე: როდესაც ვარდიეფერს ვხედავთ, სრულად აქტივირდება წითელი კოლბები და ნაწილობრივ — მწვანე და ლურჯი. ჩვენს ტვინს ნეირონული კავშირების მეშვეობით, შეუძლია დაგვარწმუნოს რომ საგანი, რომელსაც ჩვენი თვალი მას აწვდის, ვარდისფერია, უფრო სწორედ, მას ვარდისფრად გვაჩვენებს.imageimageპრობლემა ის არის, რომ ვარდისფერი, ფერთა სპექტრის სხვადასხვა მხარეს მდებარე, იისფერი და წითელი ფერების კომბინაციით მიიღება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვარდისფერის მიღება, მხოლოდ ცისარტყელის ფერების მოღუნვით შეიძლება. რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

ამრიგად, ვარდისფერი არის ფერი, რომელიც არ არსებობს ფერთა ხილულ სპექტრში, მაგრამ ჩვენ მას აღვიქვამთ. სინამდვილეში, ეს ფერი, არც სინათლის და არც ობიექტის ზედაპირის თვისება არ არის. ის ჩვენს ტვინში, ფერთა რთული შერწყმის შედეგად მიიღება.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageშავი - ფერი, თუ ფერის არ არსებობა?
რატომ ატარებენ გოგონები ვარდისფერს, ხოლო ბიჭები – ცისფერს?


1
97
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
97
  
2018, 26 აპრილი, 21:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1