სხვა ამერიკაში მარიხუანის პირველი მაღაზია გაიხსნება 2017, 19 აპრილი, 17:24 ამერიკაში, კოლორადოს შტატში მარიხუანის პირველი სამედიცინო აფთიაქი გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება ავტომობილიდან გადმოუსვლელად ნარკოტიკის შეძენა.ამის შესახებ ინფორმაციას Time ავრცელებს. Tumbleweed Express Drive-Thru-ს გახსნა 20 აპრილს არის დაგეგმილი, 21 წელს მიღწეულ ყველა მსურველს 16:00 საათიდან შუაღამემდე შეეძლებათ ნარკოტიკის ლეგალურად შეძენა. აფთიაქის დირექტორის მარკ სმიტის (Mark Smith) განცხადებით იგი არ ელოდა, რომ მსოფლიო მედიის მხრიდან ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. "აფთიაქის გახსნის აუცილებლობას მაშინ მივხვდი, როდესაც დავინახე, რომ მომხმარებლები ითხოვდნენ მსგავსი სერვისის მიწოდებას, " - განაცხადა სმიტმა, ამრიგად სმიტი მესამე ადამიანი იქნება ამერიკაში Snoop Dog-ის და ვუპი გოლდბერგის შემდეგ ვინც მარიხუანის ბიზნესს ლეგალურად აწარმოებს. ვუპი გოლდბერგმა ქალებისთვის მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად მარიხუანის შემცველობით დამზადებული წამალი სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა. ამერიკის ფედერალური კანონის მიხედვით მარიხუანას შენახვა-მოხმარება აკრძალულია და კანონით ისჯება, თუმცა ზოგიერთ შტატში, მათ შორის კოლორადოში კანაფის გამოყენება სამკურნალო თვალსაზრისით ნებადართულია. 104 5-ს მოსწონს 1-ს არა
|