x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტესტ-ვიქტორინა: «რა? სად? როდის?»
image


ტესტი საკმაოდ რთულია და იმ შემთხვევაში, თუ კითხვას სწორედ ვერ უპასუხებთ, შეგიძლიათ დეტალურ პასუხს, ტესტის ქვემოთ გაეცნოთ.
image

image1. რატომ არ არტყავს დენი ელექტროსადენზე მჯდომ ფრინველს?


მაღალვოლტიან ელექტროსადენზე მჯდომი ფრინველი არასდროს იღუპება დენის დარტყმით, იმიტომ რომ, მისი სხეული დენის ცუდი გამტარია. იმ ადგილებში, სადაც ფრინველის ფეხები ეხება სადენს, პარალელური კავშირი იქმნება. ხოლო იმის გამო, რომ მავთული დენს უკეთესად ატარებს, ფრინველის სხეულში დენის მინიმალური რაოდენობა გადადის, რომელსაც ფრინველისთვის საზის მიყენება არ შეუძლია.image2. სად უფრო ღრმად იფარება გემის კორპუსი წყლით – მდინარეში თუ ზღვაში? image

მარილიანი წყლის სიმკვრივე უფრო მაღალია, ვიდრე მდინარის მტკნარი წყლის სიმკვრივე. ამიტომ, ზღვაში არქიმედეს ძალა იზრდება და შესაბამისად, გემის კორპუსი უფრო ნაკლებად ჩადის წყალში.

image3. რომელი უფრო ადრე იყო – კვერცხი თუ ქათამი? imageეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ და პასუხი არაერთხელ გამხდარა კამათის მიზეზი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქ საკამათო არაფერია: უფრო ადრე კვერცხი იყო — როგორც უფრო ნაკლებად რთული სტრუქტურა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს რომ ის, ჩვენ რომ ვიცით, ზუსტად იმ ქათმის კვერცხი არ ყოფილა.

image4. ათბობს თუ არა ქურქი? imageრას იტყვით, ვინმემ რომ გითხრათ, რომ ქურქი არ ათბობს? ალბათ, იფიქრებთ, რომ ეს ხუმრობაა. მაგრამ, თუ ამას ცდებით დაგიმტკიცებენ? მაგ., თუ თერმომეტრზე ოთახის ტემპერატურას ნახავთ და მას ცოტა ხნით, ან თუნდაც დიდი ხნით, ქურქში გაახვევთ და შემდეგ ტემპერატურებს შეადარებთ, ნახავთ რომ ის საერთოდ, მეოთხედ გრადუსზეც არ იქნება შეცვლილი. რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ქურქი არ ათბობს.

შეგიძლიათ, II ცდაც ჩაატარით: საყინულეში შეინახეთ წყლით სავსე 2 ბოთლი. როდესაც გაიყინება, ერთი მაგიდაზე დადგით, მეორე ქურქში გაახვიეთ. როდესაც მაგიდაზე, ბოთლში წყალი გადნება, ქურქი გახდენით და დაინახავთ, რომ იმ ბოთლში, ყინულის დნობა დწყებულიც კი არ არის. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქურქი ყინულს არ ათბობს და უფრო მეტიც, მის დნობას ანელებს!..

გამოდის რომ, ქურქი არ ათბობს, თუ «გათბობაში» სითბოს გამოცემას ვიგულისხმებთ. მაგ., ნათურა ათბობს, ღუმელიც ათბობს, ათბობს ადამიანის სხეული – იმიტომ რომ, ისინი სითბოს წყაროებს წარმოადგენენ. მაგრამ, ქურქი ამ გაგებით, საერთოდ არ ათბობს. ის საკუთარ სითბოს არ გამოსცემს, მაგრამ არც ჩვენს მიერ გამოცემულ სითბოს აძლევს შორს «წასვლის» უფლებას. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ქურქში უფრო თბილად ვართ, ვიდრე მის გარეშე.

ასე, რომ, ქურქი კი არ გვათბობს, ჩვენ ვათბობთ მას.


image5. თუ ყინული ტბაზე ან მდინარეზე საიმედოდ არ გამოიყურება, გამოცდილი ადამიანები წვებიან და მეორე ნაპირისკენ ხოხვით გადაადგილდებიან. რატომ აკეთებენ ამას?imageროდესაც ადამიანი წვება, მისი მასა არ იცვლება, მაგრამ იზრდება ყინულზე ზეწოლის ფართობი – მის ყოველ კვ. სმ-ზე უფრო ნაკლები დატვირთვა მოდის, ვიდრე როდესაც ადამიანი ფეხზე დგას. image6. დაასახელეთ ფერი, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ რეალურად არ არსებობს?


როდესაც ფერზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ნივთის ფერს იმიტომ ვხედავთ, რომ ისინი ასხივებენ სინათლეს, ხოლო ზოგოერთის ფერს იმიტომ, რომ ისინი აირეკლამენ მას. ფერის მატარებელი არის არა საგანი, არამედ სინათლე, რომელიც შეიძლება იყოს გამოსხივებული აქტიური წყაროდან (მზე, მონიტორის ეკრანი, ტელევიზორი) და არეკლილი სხვადასხვა საგნებიდან (კედელი, მანქანა, ქსოვილი, მცენარე) – ფერი არის შეგრძნება, რომელიც იქმნება ადამიანი გონებაში, იმ სხივების ზემოქმედებით, რომელსაც ის ხედავს.

გამოდის, რომ თეორიულად, ყველა ნივთი ჩვენს ირგვლივ, პირობითად, რუხი, ნაცრისფერია და ისინი ფერს, მათზე სინათლის დაცემის შემდეგ იღებენ.
მაგალითად, საგანი წითელია, თუ 7 ძირითადი ფერიდან, 6-ის შთანთქმა ხდება და მხოლოდ წითელი ფერი აირეკლება, ყვითელი საგნის შემთხვევაში – აირეკლება ყვითელი და ა.შ.
რაც შეეხება შავს – ამ შემთხვევაში, ყველა ფერის შთანთქვა ხდება და არცერთი ფერი არ აირეკლება, ანუ შავი, როგორც ფერი, ბუნებაში არ არსებობს.

image7. რატომ ტრიალებს მოხარშული კვერცხი, უმ კვერცხზე უფრო სწრაფად?


თუ მოხარშულ კვერცხს ბრტყელ ზედაპირზე დავატრიალებთ, ის სწრაფად და დიდ ხანს იტრიალებს, ჩვენს მიერ შერჩეული მიმართულებით, ხოლო უმი მალევე გაჩერდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მოხარშული კვერცხი ისე ტრიალებს, როგორც ერთიანი სხეული, ხოლო უმი კვერცხი – თხევადია და სუსტად არის დაკავშირებული ნაწუჭთან. ამიტომ, როდესაც ის იწყებს ტრიალს, თხევადი ნაწილი, უძრაობის ინერციის გამო, ჩამორჩება ნაჭუჭის სიჩქარეს და მის მოძრაობას დამუხრუჭებას იწვევს. image8. რაზე არის დამოკიდებული ცისარტყელის ფორმა (ზოლი, ნახევარწრე ანუ რკალი)?


ყველაზე ხშირად, ცისარტყელა გროვა-წვიმის ღრუბლების ფონზე ჩნდება. ღრუბლებში მზის სხივი მოხვედრის შემდეგ, ფერებად იშლება და აირეკლება წყლის მიერ. თუ მზე ღრუბლების თავზეა, ცისარტყელის მხოლოდ ნაწილი ჩანს, ხოლო თუ ღრუბლებს ქვემოთ არის, – ცისარტყელას ნახევარწრის ფორმა აქვს. სინამდვილეში, ცისარტყელა წრიული არის და მისი დანახვა სრულად, თვითმფრინავიდან არის შესაძლებელი.

image9. რატომ იყინება თბილი წყალი, ცივზე უფრო სწრაფად?


1963 წელს ტანზანიელმა მოსწავლემ ერასტო მპემბმა აღმოაჩინა, რომ ცხელი წყალი უფრო მალე იყინება, ვიდრე ცივი. მის საპატივცემულოდ, ამ მოვლენას მპემბის ფენომენი უწოდეს. მას შემდეგ, ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა და მეცნიერებმა, ამ ფენომენის მიზეზი, ვერაფრით ახსნეს.

image10. რატომ არ იძირება ყინული წყალში?


წყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე მყარ აგრეგატულ მდგომარეობაში უფრო მცირეა, ვიდრე თხევად მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ არ იძირება ყინული წყალში. image11. ვინ ითვლება მსოფლიოში პირველ პროგრამისტად?


მსოფლიოში პირველ პროგრამისტად ინგლისელი ავგუსტა ადა ლავლეისი ითვლება. XIX საუკუნის შუა წლებში, მან პროექტი შეადგინა, რომლის მიხედვით, ჩარლზ ბებეჯმა თანამედროვე ელექტრო-გამომთვლელი მანქანის (კალკულატორის) პროტოტიპი შექმნა. image12. რატომ გამოყოფენ ცისარტყელაში მხოლოდ 7 ფერის?


მიუხედავად იმისა, რომ ფერთა სპექტრი უწყვეტია და ადამიანის თვალს 400-მდე ფერის გარჩევა შეუძლია, ტრადიციულად, ცისარტყელაში მხოლოდ 7 ფერს გამოყოფენ. ითვლება, რომ პირველად ეს ფერები ი. ნიუტონმა შეარჩია. ამასთან მან, თავიდან, ძირითად ფერებად, მხოლოდ 5 ფერი დაასახელა — წითელი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი და იისფერი («ოპტიკაში», 1704 წ.). მაგრამ შემდეგ, კიდევ 2 ფერი დაამატა, რომ სპექტრის ძირითადი ფერების რიცხვი, ნოტების რაოდრნობის შესაბამისი ყოფილიყო.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageტესტ-ვიქტორინა: «ზღაპრების სამყაროში»
ტესტ-ვიქტორინა: «ოქროს ციებ–ცხელება»
სახალისო ტესტი, ცოდნის შესამოწმებლად


1
5277
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5277
  
2018, 26 აგვისტო, 22:27
შპარგალკაში არ ჩამიხედავს, მაგრამ 100% შედეგი მივიღე.
0 1 1