Quiz ტესტ-ვიქტორინა: რამდენად კარგად იცნობთ დედამიწას? 2018, 2 თებერვალი, 17:37 ზოგისთვის სახლი საკუთარი ბინის კარის ზღურბლთან ან ეზოს ჭიშკართან მთავრდება. ზოგისთვის სახლი – სოფელი, ქალაქი ან სამშობლოა, ხოლო ზოგისთვის – მთელი მსოფლიო. ქვემოთ მოცემული ტესტიის გავლის შემდეგ, შეძლებთ გაიგოთ, თუ რამდენად კარგად იცნობთ პლანეტა დედამიწას, – უკიდეგანო კოსმოსურ სივრცეში მოძრავ ობიექტს, რომელიც ზოგისთვის სახლია, ზოგისთვის კი ადგილი, სადაც მისი სახლი მდებარეობს. 1. დედამიწის ბირთვის ტემპერატურა 5500 გრადუსია, რაც მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის ტოლი არის. 2. მზე დედამიწის ორბიტის ცენტრში არ მდებარეობს. ის ორბიტიდან სხვადასხვა მანძილზე არის დაშორებული. მზესა და დედამიწას შორის ყველაზე მოკლე მანძილზე დაშორებას პერიფელიუმი ეწოდება, ხოლო მაქსიმალურ დაშორებას - აფელიუმი. პერიფელიუმთან დედამიწის სიჩარე 30 კმ/წმ-ია, აფელიუმთან - 29, 3 კმ/წმ. 3. დედამიწა მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ფილების ტექტონიკური მოძრაობა მიმდინარეობს. ამ პროცესის გარეშე, დედამიწაზე არ იქნებოდა სათბურის აირები, რომლებიც დედამიწაზე ტემპერატურას არეგულირებენ. რომ არა ეს აირები, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა მინუს 18 გრადუსი იქნებოდა, დღევანდელი, +15 გრადუსის ნაცვლად. 4. 180-ე გრადუსიან მერიდიანზე გადის თარიღთა ცვლის ხაზი. მისი დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაკვეთისას, ადამიანი «გუშინდელ დღეში» ხვდება, ხოლო აღმოსავლეთიდან – დასავლეთისკე მოძრაობის შემთხვევაში, «ხვალინდელ დღეში». «აწმყო დრო» ამ ხაზზე ეფემერულია. 5. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწის ზედაპირზე, მაკ-მერდოს (Dry Valleys) მშრალი ველები. იქ ნალექი 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა. ამრიგად, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი ატაკამის უდაბნოა, სიმართლეს არ შეესაბამება. იქ ნალექი 400 წლის მანძილზე არ მოსულა და ამ მაჩვენებლით, ის მხოლოდ II ადგილზეა, მშრალი რეგიონების სიაში. 6. ჩრდ. და სამხ. პოლუსებზე ყველა მერიდიანი ერთ წერტილში იყრის თავს და პლანეტის ამ წერტილების არცერთი სასაათე სარტყლისთვის მიკუთვნება არ შეიძლება. ამიტომ, მიღებულია, რომ იქ მსოფლიო დრო მოქმედებს. 7. მოფლიო ოკეანე, ყველაზე მეტად, პლასტიკატით არის დაბინძურებული, რომელსაც უკანასკნელი 100 წლის მანძილზე იყენებენ ადამიანები. ამჟამად, მსოფლიო ოკეანეში არსებული ნაგვის 90 % სწორედ პლასტიკატზე მოდის. 8. მთვარის დაბნელება შეიძლება იყოს სრული, ნაწილობრივი და ნახევრად ჩრდილოვანი. დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოქცეული მთვარე წითელი ფერის არის. ეს იმიტომ, რომ დედამიწის ატმოსფეროში გავლის დროს, მზის სხივების გაბნევა ხდება, მთვარემდე მხოლოდ წითელი ფერის ტალღები აღწევს და მთვარე წითლად იფერება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მთვარე ყვითელი ან ნაცრისფერი არის. მაგრამ, თუ დედამიწაზე რომელიმე სახის კატასტროფაა (დიდი ხანძარი, ვულკანის ამოფრქვევა) და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვერი და კვამლი არის, მაშინ მთვარე ცისფერი ხდება, რაც ასევე ოპტიკურ ეფექტს უკავშირდება. 9. მთელი ისტორიის მანძილზე, დედამიწაზე 106 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ყოველდღიურად ჩვენს პლანეტაზე 200 000 ადამიანი იბადება და წამში 2 ადამიანი იღუპება. 10. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ სასაათე სარტყლებს მოიცავს, საფრანგეთია. თუ გავითვალისწინებთ მის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტერიტორიას, მათ შორის, ოკეანეებში გაბნეულ კუნძულებსაც, გამოვა რომ საფრანგეთი 12 სასაათე სარტყელზე არის განლაგებული. II ადგილზე, 11 სასაათე სარტყლთ, – აშშ არის. ხოლო III-ზე – რუსეთი (9 სარტყელი). 11. მსოფლიოში ყველაზე მეტი ტბა კანადაშია. ტბების საერთო რაოდენობა 3 მლნ-ს აღემატება, რაც დედამიწაზე არსებული ტბების 60% შეადგებს. 12. ტყის ფართობის, ნახშირორჟანგის გადამუშავების და ჟანგბადის წარმოების მიხედვით, რუსეთი ლიდერობს. იქ ტყეს – 8, 1 მლნ. კმ² ფართობი უკავია და მასზე ტყეების მიერ გამომუშავებული ჟანგბადის 25% მოდის. ბრაზილია ტყის ფართობით II ადგილზეა (5, 2 მლნ. კმ²), კანადა (3, 1 მლნ. კმ²) – III, აშშ (3 მლნ. კმ²) – IV, ჩინეთი (2 მლნ. კმ²) –V. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 4160 12-ს მოსწონს
|