Quiz სახალისო ტესტ-ვიქტორინა: რამდენად კარგად იცნობთ ცხოველთა სამყაროს? 2018, 10 იანვარი, 14:45 ცხოველთა სამყარო, დაახლოებით, 2 მილიონამდე სახეობას აერთიანებს და რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. მაგ., ყველამ იცის, რომ გედების წყვილებ სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ეთგულები არიან. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ შავი გედების წყვილებში, ხშირად, არა დედალი და მამალი, არამედ, 2 მამალი გედი ერთიანდება. ისინი დედალ გედს მხოლოდ გამრავლების მიზნით მოიხმობენ და როდესაც კვერცხს დადებს, მას აგდებენ და კვერცხებზე მორიგეობით სხდებიან. ღორებს კი, საკუთარი ენა აქვთ, რომელიც 20 სტანდარტული ბგერისგან შედგგება. მათი საშუალებით, ღორები სურვილებს და ემოციებს გამოხატავენ. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ სუსტად აქვთ განვითარებული ყნოსვა ფრინველებს. ისინი ვერასდროს გაიგებენ, თუ მათ ბარტყს ხელში ავიყვანთ. შესაბამისად, ტყუილია ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დედა ჩიტი ბარტყს იმიტომ აგდებს ბუდიდან, რომ ის ადამიანს ეჭირა ხელში. და ბევრი მსგავსი რამ... ტესტი რთულ კითხვებს არ შეიცავს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო სახალისო ზოოლოგიის სფეროდან არის. შეფასება კი, სამი სახისა: 30%-ზე ან უფრო ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეფასება იქნება – ცუდი და თქვენ «ბრინჯაოს ლომის» მფლობელი გახდებით. 30% -დან – 80%-მდე სწორი პასუხის შემთხვევაში – «ვერცხლის ლომი». 80-დან – 100%-მდე სწორედ გაცემული პასუხის შემთხვევაში – «ოქროს ლომით» დაჯილდოვდებით (ეს, რა თქმა უნდა, ვირტუალური ჯილდოებია და მსგავსი პრიზების მოპოვება, მხოლოდ ვენეციის კინოფესტივალზე არის შესაძლებელი). თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სახალისო ტესტი, ცოდნის შესამოწმებლად ტესტი, ცოდნის შესამოწმებლად – 13 კითხვა, 3 დახმარება
4166 11-ს მოსწონს
|