კინო ანჯელინა ჯოლი თხოვდება? 2017, 14 აპრილი, 19:31 გავრცელებული ინფორმაციით ანჯელინა ჯოლი ბრიტანელ ბიზნესმენს ხვდება. როგორც დასავლური ტაბლოიდები იუწყებიან 41 წლის ჰოლივუდის ლამაზმანი ხვდება ვიღაც 40 წლის ბრიტანელ მილიარდელს, რომელიც ლონდონში გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო.როგორც წყვილის საერთო ნაცნობები ამბობენ, ურთიერთობა ისე სწრაფად და სერიოზულად განვითარდა, რომ უახლოეს მომავალში ანჯელინა შეიძლება გათხოვდეს.ამის შესახებ ინფორმაციას "InTouch Weekly"-იც ავრცელებს ჟურნალის გარეკანზე მყვირალა სათაურით: "Getting married already"(ისევ თხოვდება) გამოცემა ირწმუნება, რომ ბრედ პიტმა მისი ყოფილი ცოლის მოახლოებული ქორწილის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობს და "სრულიად დაბნეული და განრისხებულია, იმის გამო, რომ მათი ბავშვების გვერდით ახლა სხვა მამაკაცი იქნება."ასეთი ვარიანტი პიტისთვის სრულიად მიუღებელია. თვითონ ანჯელინა ჯოლის ჯერჯერობით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 280 4-ს მოსწონს
|